განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: ერთ-ერთი ამ 32-გვერდიანი ბროშურიდან: „რა არის სიცოცხლის აზრი?“, „რას გვამცნობს ბიბლია?“ ან „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მარტსა და აპრილში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. განმეორებითი მონახულებისას შესთავაზე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ორი ბროშურიდან, „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, ერთ-ერთი. ეცადე, დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მაისში: ამ ტრაქტატებიდან ერთ-ერთი: „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“, „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“, „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“ ან „იხარე ოჯახური ცხოვრებით“. თუ ინტერესი გამოავლინა, აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ან ამ ორი ბროშურიდან ერთ-ერთით „მოუსმინეთ ღმერთს“ და „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“.
◼ მომზადდა გახსენების საღამოს მოხსენების ახალი გეგმა, რომელიც უნდა გამოიყენოს ყველა მომხსენებელმა 2013 წელს. თემის სათაურია „დააფასეთ ის, რაც ქრისტემ თქვენთვის გააკეთა!“.
◼ 2013 წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებული სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „სიკვდილით ყველაფერი მთავრდება?“.