საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • კამბოჯა.

      ერთი პიონერი და, ლოი, ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად ხშირად მიდის ველოსიპედით ერთ სოფელში, სადაც ხალხი ბოძებზე შემდგარ ბამბუკის სახლებში ცხოვრობს. გახსენების საღამომდე სამი დღით ადრე, როცა ერთ-ერთ შემსწავლელს გახსენების საღამოს მნიშვნელობას უხსნიდა, ცნობისმოყვარე ბავშვები გარსშემოეხვივნენ და შეკითხვების დასმა დაუწყეს. თანდათან უფრო და უფრო მეტმა ბავშვმა მოიყარა თავი. ლოიმ მათ 57 მოსაწვევი დაურიგა. მეორე დღეს სოფელში სხვა შესწავლის ჩასატარებლად ჩავიდა. შემსწავლელმა უთხრა, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც უნდოდათ გახსენების საღამოზე დასწრება. ასე რომ, ლოიმ კიდევ ოცი მოსაწვევი მისცა შემსწავლელს, რომ მსურველთათვის მიეცა. ახლა ლოი იმაზე ფიქრობდა, ამდენი ხალხი როგორ მიეყვანა გახსენების საღამოზე. მან ილოცა და ამ საკითხზე ერთ-ერთი ბიბლიის შემსწავლელის მამას დაელაპარაკა, რომელიც სოფლის თავკაცი იყო. მან უთხრა ლოის, რომ საჭირო იყო მხოლოდ ერთი „ტუკ-ტუკი“ (მოტოციკლზე მიბმული პატარა ოთხკაციანი ეტლი), რადგან ზოგი ფეხზე დადგებოდა, ზოგი კი ერთმანეთს კალთაში ჩაუჯდებოდა. ლოის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ სოფლიდან 18 კაცი ჩამოვიდა გახსენების საღამოზე დასასწრებად.

  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • [სურათი 55 გვერდზე]

      ლოიმ ერთი „ტუკ-ტუკი“ იშოვა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება