-
უბრალო ვახშამი ჩვენი მეფის თვისებებზე მეტყველებსსაგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
-
-
გახსენების საღამოს სიმბოლოები — პური და ღვინო, შეგვახსენებს, რომ იესომ ჩვენთვის სიცოცხლე გაიღო და ახლა ზეცაში მეფობს (იხილეთ აბზაცები 3—5)
3. როგორც მათეს 26:26—28-დან ჩანს, რამდენად უბრალო იყო უფლის ვახშამი და რას ასიმბოლოებდა პური და ღვინო?
3 იესო 11 ერთგულ მოციქულთან ერთად იყო, როცა თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. მან ეს ძალიან სადად და უბრალოდ გააკეთა, რისთვისაც საპასექო ვახშმიდან მორჩენილი უფუარი პური და ღვინო გამოიყენა ანუ ის, რაც იმ მომენტში ჰქონდა (წაიკითხეთ მათეს 26:26—28). იესომ უთხრა მოციქულებს, რომ პურსაც და ღვინოსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მის სრულყოფილ სხეულსა და სისხლს განასახიერებდა, რომელთაც მალე მათთვის მსხვერპლად გაიღებდა. მოციქულებს, ალბათ, არ გაუკვირდებოდათ, რომ იესომ ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე საღამო ასე უბრალოდ აღნიშნა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
4. როგორ გვეხმარება მართასთვის მიცემული რჩევა იმის გაგებაში, თუ რატომ იყო უფლის ვახშამი ასე უბრალო?
4 გავიხსენოთ, რა მოხდა ამ მოვლენიდან რამდენიმე თვით ადრე. მსახურების მესამე წელს იესო ახლო მეგობრებს, ლაზარეს, მართას და მარიამს ეწვია. ასეთი თავისუფალი გარემო იესომ იმისთვის გამოიყენა, რომ მათთვის ბევრი რამ ესწავლებინა. მართაც შინ იყო, მაგრამ ძირითადი ყურადღება განსაკუთრებული სადილის მომზადებაზე ჰქონდა გადატანილი, რათა პატივდებულ სტუმარს გამასპინძლებოდა. იესომ შენიშნა ეს და სიყვარულით შეუსწორა თვალსაზრისი, რითაც დაანახვა, რომ ყოველთვის არ იყო საჭირო გამორჩეული სადილის მომზადება (ლუკ. 10:40—42). მოგვიანებით, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესომ თავად გამოიყენა მართასთვის მიცემული რჩევა. ვახშამი, რომლითაც მან თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, ძალიან უბრალო და მოკრძალებული იყო. რას გვეუბნება ეს იესოს შესახებ?
5. იესოს რომელ თვისებაზე მეტყველებს უბრალო ვახშამი და როგორ ეთანხმება ეს ფილიპელების 2:5—8-ს?
5 ყველაფერში, რასაც იესო ამბობდა თუ აკეთებდა, მისი თავმდაბლობა ჩანდა. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ დედამიწაზე მსახურების უკანასკნელ საღამოს იესომ უდიდესი თავმდაბლობა გამოავლინა (მათ. 11:29). მან იცოდა, რომ მალე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ მსხვერპლს გაიღებდა, რის შემდეგაც იეჰოვა აღადგენდა და ზეცაში დიდებულ მდგომარეობას უბოძებდა. მიუხედავად ამისა, იესოს ზედმეტი ყურადღება არ გადაუტანია საკუთარ თავზე და არ მოუთხოვია, რომ მისი სიკვდილის დღე დიდი პომპეზურობით აღენიშნათ. პირიქით, მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ წელიწადში ერთხელ მის გასახსენებლად უბრალო და მოკრძალებული ვახშამი გაემართათ (იოან. 13:15; 1 კორ. 11:23—25). ეს უბრალო, თუმცა შესაფერისი ვახშამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იესოს სიამაყის ნატამალი არ გააჩნდა. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენი მეფის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწორედ რომ თავმდაბლობაა (წაიკითხეთ ფილიპელების 2:5—8).
-
-
უბრალო ვახშამი ჩვენი მეფის თვისებებზე მეტყველებსსაგუშაგო კოშკი — 2019 | იანვარი
-
-
იესომ სიყვარულით დააწესა გახსენების საღამო, რომელიც იმდენად უბრალოა, რომ საუკუნეების განმავლობაში მისი აღნიშვნა სხვადასხვა ვითარებაშიც კი არ გასჭირვებიათ (იხილეთ აბზაცები 14—16)c
14. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული მოწაფეების მიმართ?
14 იესომ იმითაც გამოავლინა სიყვარული თავისი სულითცხებული მიმდევრების მიმართ, რომ ამ საღამოს აღსანიშნავად უბრალო რიტუალი დაუდგინა და არა რთული. ამ ცხებულ მოწაფეებს უფლის გახსენების საღამო ყოველ წელს უნდა აღენიშნათ და ეს სხვადასხვა ვითარებაში, თუნდაც პატიმრობაში ყოფნის დროს უნდა გაეკეთებინათ (გამოცხ. 2:10). იცავდნენ ისინი იესოს მითითებას? რა თქმა უნდა.
15, 16. როგორ შეძლო ზოგმა რთულ მდგომარეობაში უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნა?
15 ჭეშმარიტი ქრისტიანები დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. ისინი ცდილობენ, უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს მაქსიმალურად მიჰყვნენ იესოს მითითებებს. ზოგჯერ ამის გაკეთება მათ რთულ ვითარებაში უწევთ. განვიხილოთ ორი მაგალითი. ჩინეთის ციხეში სამარტოო საკანში ყოფნის დროს ძმა ჰაროლდ კინგმა ფანტაზიას მოუხმო და ხელთ არსებული საშუალებებით ჩუმად მოამზადა გახსენების საღამოს სიმბოლოები. მან შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოთვალა გახსენების საღამოს თარიღი. როცა ეს დრო დადგა, საკანში მარტო მყოფმა იმღერა, ილოცა და ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენება წარმოთქვა.
16 მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკში მყოფმა დებმა საფრთხეში ჩაიგდეს სიცოცხლე, რათა უფლის გახსენების საღამო აღენიშნათ. ვინაიდან გახსენების საღამოსთვის ბევრი არაფერი იყო საჭირო, მათ შეძლეს მისი ჩუმად აღნიშვნა. ისინი წერდნენ: „წრე შევკარით პატარა სკამის გარშემო, რომელზეც თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და სიმბოლოები ეწყო. სანთელი გვენთო, რადგან, ნათურას თუ ავანთებდით, შეიძლებოდა ვინმე თავზე დაგვდგომოდა . . . ჩვენ გავიმეორეთ ზეციერი მამისთვის მიცემული გულმხურვალე აღთქმა, რომ მისი წმინდა სახელის გასამართლებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებდით“. რამხელა რწმენა გამოავლინეს ამ დებმა! და რამხელა სიყვარული გამოავლინა იესომ, რომ შესაძლებელი გახადა, რთულ სიტუაციებშიც კი შეგვძლებოდა მისი სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა!
-