საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გამეორება ხაზგასმის მიზნით
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • რატომ არის მნიშვნელოვანი?

      გარდა იმისა, რომ გამეორება მსმენელს ნათქვამის დამახსოვრებაში ეხმარება, მისი საშუალებით შესაძლებელია მთავარი აზრების ხაზგასმა, რათა მსმენელმა ისინი უკეთესად აღიქვას.

      ეფექტური სწავლებისთვის საჭიროა ნათქვამის გამეორებაც. მთავარ აზრს თუ ერთხელ მაინც გაიმეორებ, მსმენელი მას უკეთესად დაიმახსოვრებს. ნათქვამის არსი უფრო ნათელი იქნება, თუ მეორეჯერ აზრს სხვა სიტყვებით გამოხატავ.

      მსმენელი თუ ნათქვამს ვერ დაიმახსოვრებს, შენი სიტყვები გავლენას ვერ მოახდენს მის შეხედულებებსა და ცხოვრებაზე. ის შენს ნათქვამზე მხოლოდ იმ შემთხვევაში განაგრძობს ფიქრს, თუ ლაპარაკის დროს გარკვეულ აზრებს გაუსვამ ხაზს.

  • გამეორება ხაზგასმის მიზნით
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • სამქადაგებლო მსახურებაში. ქადაგებისას ვიმედოვნებთ, რომ მსმენელები ჩვენს ნათქვამს დაიმახსოვრებენ. მათ რომ ნამდვილად შეძლონ დამახსოვრება, საჭიროა გავიმეოროთ ნათქვამი.

      ჩვეულებრივ, ამა თუ იმ საკითხის განხილვის დროს ნათქვამის გამეორება ადამიანს აზრების დამახსოვრებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, ბიბლიური მუხლის წაკითხვის შემდეგ ხაზი გაუსვა ძირითად სიტყვებს და მსმენელს ჰკითხო: „მიაქციეთ ყურადღება, რა არის აქ ნათქვამი?“

      აზრის გამეორება შეიძლება საუბრის ბოლოს რამდენიმე წინადადებითაც. მაგალითად, შეგიძლია თქვა: „იმედი მაქვს, ჩვენი საუბრიდან დაგამახსოვრდებათ ყველაზე მთავარი. კერძოდ. . .“, — და მოკლედ გაიმეორე მთავარი აზრი. აგრეთვე შეიძლება საუბარი შემდეგნაირად დაასრულო: „ღმერთი აპირებს მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას. ის ამას აუცილებლად გააკეთებს“; ან ასე: „ბიბლია აშკარად გვიჩვენებს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. თუ გვსურს, რომ აღსასრულისას გადავრჩეთ, აუცილებელია გავიგოთ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“; ან შეგიძლია თქვა: „როგორც დავინახეთ, ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად“. ზოგჯერ კარგი იქნება, გაიმეორო ბიბლიური მუხლი, რომლის საფუძველზეც მსჯელობდით, რათა მსმენელმა დაიმახსოვროს იგი. საჭიროა, წინასწარ მოიფიქრო, როგორ გაიმეორებ მთავარ აზრ(ებ)ს საუბრის ბოლოს.

  • გამეორება ხაზგასმის მიზნით
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
    • მოხსენებით გამოსვლისას. მოხსენებით გამოსვლისას შენი მიზანი მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ არის. მსმენელმა უნდა გაიგოს, დაიმახსოვროს და გამოიყენოს მასალა. ამ მიზნის მიღწევაში გამეორების მეთოდის ეფექტურად გამოყენება დაგეხმარება.

      მაგრამ მთავარ აზრებს თუ მეტისმეტად ხშირად გაიმეორებ, მსმენელმა შეიძლება ყურადღებით აღარ მოგისმინოს. ყურადღებით შეარჩიე ხაზგასასმელი აზრები. ხშირად ეს ის მთავარი აზრებია, რომლებზეც მოხსენებაა აგებული, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა, ხაზი გაუსვა სხვა აზრებსაც, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსმენელისთვის.

      აზრების გამეორებას საფუძველი შეგიძლია თავიდანვე ჩაუყარო და შესავალშივე მოიხსენიო მთავარი აზრები. ამისათვის მსმენელებს რამდენიმე სიტყვით შეუქმენი ზოგადი წარმოდგენა, თუ რაზე ილაპარაკებ; ან გამოიყენე შეკითხვები და მოიყვანე მაგალითები, რათა მათ დაანახვო პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც იმსჯელებ. აგრეთვე შესაძლებელია, აღნიშნო, რამდენი მთავარი აზრი გექნება და მოიხსენიო თითოეული მათგანი, ხოლო შემდეგ ეს აზრები მოხსენების ძირითად ნაწილში განიხილო. ხაზგასმის მიზნით შეგიძლია მასალის ძირითად ნაწილშიც გაიმეორო თითოეული მთავარი აზრი, ვიდრე მომდევნოზე გადახვალ. ზოგჯერ კი მთავარი აზრის ხაზგასასმელად კარგია, მოიყვანო ისეთი მაგალითი, რომელიც მსმენელებს ნათქვამის პრაქტიკულ ღირებულებას დაანახვებს. ხაზგასმა შესაძლებელია დასკვნაშიც. ამ დროს ხაზგასმის მიზნით შეგიძლია გაიმეორო მთავარი აზრები, გამოიყენო დაპირისპირების მეთოდი, უპასუხო დასმულ შეკითხვებს ან მოკლედ შეეხო წამოჭრილი პრობლემის გადაჭრის გზებს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება