-
სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
იესომ მათ აღუთქვა: „ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა . . . ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:16, 17, 26).
-
-
სად ვპოვოთ ჭეშმარიტი ნუგეში?საგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
12. როგორ ანუგეშა ბევრი იმან, რომ სულიწმიდა მოწაფეებს იესოს ნათქვამის გახსენებაში დაეხმარა?
12 მოციქულებმა იესოსგან ბევრი რამ ისწავლეს. მათ ყოველთვის ემახსოვრებოდათ ის, რაც ნახეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს, მაგრამ გაიხსენებდნენ თუ არა იმას, რაც იესოსგან ჰქონდათ მოსმენილი? არასრულყოფილი მეხსიერების გამო ხომ არ დაავიწყდებოდათ მნიშვნელოვანი დარიგებები? იესომ მოციქულებს აღუთქვა, რომ სულიწმიდა ‘გაახსენებდა მათ ყველაფერს, რაც კი ნათქვამი ჰქონდა’. მართლაც, იესოს სიკვდილიდან დაახლოებით რვა წლის შემდეგ მათემ დაწერა პირველი სახარება, რომელშიც შეიტანა მთაზე ქადაგება, ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული მრავალი თვალსაჩინო მაგალითი და, აგრეთვე, დეტალურად აღწერა მისი მოსვლის დამადასტურებელი ნიშანი. 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ კი მოციქულმა იოანემ დაწერა სახარება, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელი დღეების შესახებ. დღესაც რამდენად გამამხნევებელია ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სახარებები!
-