საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ
    გამოიღვიძეთ! — 2014 | დეკემბერი
    • ბევრი გაუმკლავდა ფსიქიკურ მოშლილობას მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაცია მიიღო თავისი მდგომარეობის შესახებ და ზედმიწევნით მიჰყვა ექიმის დანიშნულებას. „სანამ ჩემს ცოლს დიაგნოზს დაუსვამდნენ, ფსიქიკური მოშლილობის შესახებ მწირ ინფორმაციას ვფლობდით, მაგრამ შემდეგ ვისწავლეთ, შევგუებოდით ჩვენს მდგომარეობას და გავმკლავებოდით წამოჭრილ პრობლემებს. დროთა განმავლობაში სანდო ექიმების, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით შევძელით მდგომარეობიდან გამოსვლა“, — იხსენებს მარკი.

      პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებულმა დახმარებისთვის მიმართოს კომპეტენტურ და გამოცდილ ფსიქიატრს

      ქმარს კლაუდიაც ეთანხმება. „თავიდან დიაგნოზი რომ დამისვეს, ასე მეგონა, თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. მართალია, ჩემი მდგომარეობა ზოგჯერ ორივეს რაღაც-რაღაცებში გვზღუდავს, მაგრამ ვისწავლე, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს. ამგვარად, ჩემს დაავადებას ექიმებთან და სპეციალისტებთან ერთად ვუმკლავდები; მეხმარება აგრეთვე ახლობლებთან ურთიერთობა და პრობლემების ნაბიჯ-ნაბიჯ გადაჭრა“.

      სულიერი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია

      ქალი კითხულობს ბიბლიას

      ბიბლია არ ამბობს, რომ სულიერობა კურნავს დაავადებებს. თუმცა, ბევრ ოჯახს დიდი ნუგეში და ძალა შემატა ბიბლიურმა სწავლებებმა. მაგალითად, ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენს მოსიყვარულე შემოქმედს გულწრფელად სურს, „გულმოდრეკილებისა და სულგამწარებულების“ ნუგეშისცემა (ფსალმუნი 34:18).

      მართალია, ბიბლია სამედიცინო წიგნი არ არის, მაგრამ ის პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს, რაც გვეხმარება ემოციურ ტკივილთან და არასასიამოვნო სიტუაციებთან გამკლავებაში. ბიბლია მომავლის იმედსაც გვისახავს, რომ მალე არანაირი ავადმყოფობა და ტკივილი აღარ იქნება. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „მაშინ ბრმებს თვალები აეხილებათ და ყრუებს ყურები გაეხსნებათ; მაშინ კოჭლი ირემივით იხტუნებს და მუნჯის ენა სიხარულით შესძახებს“ (ესაია 35:5, 6).

  • რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ
    გამოიღვიძეთ! — 2014 | დეკემბერი
    • ცხოვრება ფსიქიკურ მოშლილობასთან ერთად

      „ზოგჯერ შიშის გამო რაღაცების გაკეთება შეუძლებელი მეჩვენება, ზოგჯერ კი, კითხვის თავიც არა მაქვს. როცა ღრმა დეპრესიაში ვარ, ვერიდები სხვებთან ურთიერთობას, საუკეთესო მეგობრებთანაც კი. ზოგი ჩემს დახმარებას ცდილობს და მეუბნება, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება ან რომ, საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც მე მგონია. სხვები მირჩევენ, ჩემი ცხოვრების კარგ მხარეებზე ვიფიქრო. მაგრამ ეს ხომ ათასჯერ ვცადე. მართალია, მათ კარგი მოტივები ამოძრავებთ, მაგრამ ასეთი რჩევები უფრო მეტად მიმძაფრებს არასრულფასოვნების, დანაშაულისა და წარუმატებლობის გრძნობებს“ (კლაუდია, სამხრეთ აფრიკა).

  • რა უნდა იცოდეთ ფსიქიკური მოშლილობის შესახებ
    გამოიღვიძეთ! — 2014 | დეკემბერი
    • როგორ გავუმკლავდეთ ფსიქიკურ მოშლილობას

      1. ზედმიწევნით მიჰყევით გამოცდილი ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მკურნალობას.b

      2. შეინარჩუნეთ გაწონასწორებული და სტაბილური დღის განრიგი.

      3. იყავით ფიზიკურად აქტიური.

      4. საკმარისად იძინეთ.

      5. ყოველდღე გამოყავით დრო დასვენებისთვის.

      6. მიირთვით ჯანსაღი და ბალანსირებული საკვები.

      7. შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმელები და ის წამლები, რომლებიც ექიმს არ გამოუწერია.

      8. ნუ განმარტოვდებით; დრო გაატარეთ იმ ადამიანების გვერდით, ვისაც ენდობით და ვინც თქვენზე ზრუნავს.

      9. იზრუნეთ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.c

      b ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე მეთოდს. ქრისტიანები უნდა დარწმუნდნენ, რომ მკურნალობის მეთოდით, რომელსაც ისინი შეარჩევენ, არ ირღვევა ბიბლიური პრინციპები.

      c იხილეთ აგრეთვე 2014 წლის მაისის ამავე ჟურნალში დაბეჭდილი სტატია „როგორ დავძლიოთ სტრესი“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება