საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაე, არაფერმა შეგიშალოთ ხელი დიდების მოხვეჭაში
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • მოციქულმა იოანემ იესოს დროს მცხოვრები ზოგიერთი მმართველის შესახებ თქვა: „ბევრმა მმართველმაც ირწმუნა . . . [იესო], მაგრამ ფარისევლების გამო ვერ აღიარებდნენ, სინაგოგიდან რომ არ მოეკვეთათ, რადგან ადამიანთაგან უფრო უყვარდათ დიდება, ვიდრე ღვთისგან“ (იოან. 12:42, 43). ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ეს მმართველები დიდ ყურადღებას არ მიაქცევდნენ ფარისევლების აზრს.

      7 იესომ არაორაზროვნად თქვა, თუ რატომ არ მიიღებდა და არ ირწმუნებდა მას ბევრი (წაიკითხეთ იოანეს 5:39—44 ). ისრაელი ერი საუკუნეების განმავლობაში ელოდა მესიის მოსვლას. დანიელმა იწინასწარმეტყველა, თუ როდის გამოჩნდებოდა ქრისტე, და როდესაც იესომ ქადაგება დაიწყო, ზოგიერთი შეიძლება მიხვდა, რომ ეს დრო დადგა. თვეებით ადრე, როდესაც იოანე ნათლისმცემელმა ქადაგება დაიწყო, ბევრი ამბობდა: „იქნებ ეს არისო ქრისტე“ (ლუკ. 3:15). ახლა კი მესია, რომელსაც დიდხანს ელოდნენ, მათ ასწავლიდა. მაგრამ კანონის მცოდნეებმა ის არ მიიღეს. ამის ზუსტი მიზეზი კარგად ახსნა იესომ, როდესაც ფარისევლებს ჰკითხა: „როგორ ირწმუნებთ, როცა ერთმანეთისგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთადერთი ღვთისგან არ ეძებთ დიდებას?“.

  • დაე, არაფერმა შეგიშალოთ ხელი დიდების მოხვეჭაში
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • „მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ“

      12. რატომ არ მოუსმინა ზოგმა იუდეველმა იესოს?

      12 ღვთისგან დიდების მიღებაში კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება ჩვენი სურვილები იყოს. არასწორი სურვილების გამო შეიძლება საერთოდ ვთქვათ უარი ჭეშმარიტების მოსმენაზე (წაიკითხეთ იოანეს 8:43—47 ). იესომ ზოგიერთ იუდეველს უთხრა, რომ მათ არ მოისმინეს მისი ცნობა, ვინაიდან მათი მამის, ეშმაკის სურვილების შესრულება სურდათ.

      13, 14. ა) მეცნიერების აზრით, როგორ რეაგირებს ტვინი ადამიანის მეტყველებაზე? ბ) რა განაპირობებს იმას, თუ ვის მოვუსმენთ?

      13 ჩვენ ხშირად ვისმენთ მხოლოდ იმას, რის მოსმენაც გვინდა (2 პეტ. 3:5). იეჰოვამ შეგვქმნა საოცარი უნარით, ყურადღება არ მივაქციოთ არასასურველ ხმებს. ახლა შეჩერდით და ყური დაუგდეთ, რამდენ ხმას გაიგებთ. შესაძლოა, მანამდე ამ ხმების უმეტესობა საერთოდ არ გესმოდათ. რატომ? იმიტომ, რომ ტვინის ლიმბური სისტემა გეხმარებოდათ, მხოლოდ ერთზე მოგეხდინათ კონცენტრირება, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ყველა ამ ხმის მოსმენის უნარი. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთდროულად რამდენიმე ხმისთვის ყურის დაგდება წარმოუდგენლად რთულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანის მეტყველებასთან. ეს ნიშნავს, რომ როცა ორი ადამიანი გველაპარაკება ერთდროულად, უნდა ავირჩიოთ, თუ ვის მოვუსმენთ. ჩვენი არჩევანი კი იმაზეა დამოკიდებული თუ ვისი მოსმენა გვინდა. ის იუდეველები, რომელთაც სურდათ თავიანთი მამის, ეშმაკის სურვილების შესრულება, არ უსმენდნენ იესოს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება