-
ღვთის წინასწარმეტყველებირას გვამცნობს ბიბლია?
-
-
4. მესიის მმართველობა მთელ დედამიწაზე. მესიას ეწოდება მშვიდობის მთავარი. ის არ იქნებოდა არასრულყოფილი ადამიანივით, რომელსაც საკუთარი თავის მართვაც კი არ შეუძლია (ესაია 9:6, 7; იერემია 10:23). მისი მმართველობის დროს ყველა მშვიდობიანად იცხოვრებდა, მათ შორის ცხოველებიც (ესაია 11:3—7). აღარ იარსებებდა ავადმყოფობა (ესაია 33:24). სიკვდილიც კი სამუდამოდ გაქრებოდა (ესაია 25:8). მესიის მეფობის დროს, მკვდრები გაცოცხლდებოდნენ და დედამიწაზე იცხოვრებდნენ (დანიელი 12:13).
-
-
წინასწარმეტყველი, რომელმაც მომავალი იხილარას გვამცნობს ბიბლია?
-
-
მესია — ზეციერი სამეფოს მეფე. დანიელს საოცარი ხილვაც ჰქონდა. მან იხილა ზეცაში იეჰოვას ტახტი, რომელსაც დანიელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ მიუახლოვდა. ეს მესია იყო. ღმერთმა მას მისცა „მმართველობა, დიდება და სამეფო“. ეს სამეფო მარადიული იქნებოდა. დანიელმა ისიც გაიგო, რომ მესია სამეფოს მარტო არ უხელმძღვანელებდა. მასთან ერთად იმეფებდნენ „უზენაესის წმინდები“ (დანიელი 7:13, 14, 27).
-