-
„გულში დასკვნებს აკეთებდა“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
ნაზარეთიდან ბეთლემამდე
4, 5. ა) რატომ გაემგზავრნენ იოსები და მარიამი ბეთლემში? ბ) რა ბრძანება გამოსცა კეისარმა და რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ამით?
4 გამგზავრება მხოლოდ იოსებსა და მარიამს არ მოუწიათ. კეისარმა ავგუსტუსმა გამოსცა ბრძანება, რომ აღწერილიყო მთელი მოსახლეობა და ამიტომ ყველა თავის მშობლიურ ქალაქში წავიდა აღსაწერად. როგორ მოიქცა იოსები? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში, რადგან დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო“ (ლუკ. 2:1—4).
5 შემთხვევითი არ იყო, რომ კეისარმა მაინცდამაინც ამ დროს გამოსცა ეს ბრძანება. შვიდი საუკუნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ბეთლემში დაიბადებოდა. პატარა ქალაქი ბეთლემი ნაზარეთიდან 11 კილომეტრში მდებარეობდა, მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია „ეფრათას ბეთლემში“ უნდა დაბადებულიყო (წაიკითხეთ მიქას 5:2). ამ პატარა ქალაქში რომ ჩასულიყო, მგზავრს ნაზარეთიდან, სამარიის გავლით, დაახლოებით 130 კილომეტრი უნდა გაევლო მთიან მხარეში. იოსები და მარიამი სწორედ ბეთლემში მიდიოდნენ, რადგან, როგორც მეფე დავითის შთამომავლები, წარმოშობით აქედან იყვნენ.
-
-
„გულში დასკვნებს აკეთებდა“მიჰბაძეთ მათ რწმენას
-
-
8. ა) კიდევ რამ აღძრა მარიამი, რომ იოსებს ბეთლემში გაჰყოლოდა? ბ) რა მხრივ არის მარიამი მისაბაძი მაგალითი ღვთის ერთგული მსახურებისთვის?
8 კიდევ რამ აღძრა მარიამი მორჩილებისკენ? იცოდა მან, რომ, წინასწარმეტყველების თანახმად, მესია ბეთლემში უნდა დაბადებულიყო? ამაზე ბიბლია არაფერს ამბობს. თუმცა შეიძლება იცოდა კიდეც, რადგან ეს არც რელიგიური წინამძღოლებისთვის იყო დაფარული და არც უბრალო ადამიანებისთვის (მათ. 2:1—7; იოან. 7:40—42). მარიამისთვის არ იყო უცხო წმინდა წერილები (ლუკ. 1:46—55).
-