საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ასტეროიდები, კომეტები და დედამიწა — მოსალოდნელია შეჯახება?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | თებერვალი 8
    • კრატერები, აფეთქებები და შეჯახებები ადასტურებს

      რთული არ არის ვირწმუნოთ, რომ ჩვენს პლანეტას წარსულში კოსმოსიდან ჩამოცვენილი დიდი სხეულები ეჯახებოდა. მტკიცება ამ შეჯახებების შესახებ დედამიწის ზედაპირზე აღმოჩენილი 150-ზე მეტი კრატერია. ზოგი მათგანი აშკარად შესამჩნევია, ზოგის დანახვა მხოლოდ თვითმფრინავიდან ან დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან შეიძლება, ზოგიც დიდი ხნის წინათ მიწით ამოივსო ან ოკეანის ფსკერზეა.

      ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კრატერმა, რომელსაც „ჩიქსულუბს“ უწოდებენ, დედამიწის ზედაპირზე 180 კილომეტრი დიამეტრის ორმო წარმოქმნა. ეს უზარმაზარი კრატერი იუკატანის ნახევარკუნძულის (მექსიკა) ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც ვარაუდობენ, დედამიწას ამ ადგილას ათი კილომეტრის სიგანის მქონე კომეტა ან ასტეროიდი შეეჯახა. ზოგი ფიქრობს, რომ დინოზავრები და ხმელეთზე თუ ზღვაში მობინადრე სხვა ცხოველები ამ შეჯახებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შედეგად გადაშენდნენ.

      არიზონაში (აშშ) რკინის მეტეორიტმა უზარმაზარი მეტეორიტული კრატერი წარმოქმნა; მისი განივკვეთი დაახლოებით 1 200 მეტრია, ხოლო სიღრმე — 200 მეტრი. რამხელა უბედურება მოხდებოდა, ასეთი მეტეორიტი რომ ქალაქს დასცემოდა?! როგორც ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის (ნიუ-იორკი) ცნობილი გამოფენიდან ჩანს, ამგვარი სხეული რომ მანჰეტენს დასცემოდა, ეს ხალხმრავალი ქალაქი მიწასთან გასწორდებოდა.

      სტატიის დასაწყისში მოხსენიებული იყო, რომ 1908 წლის 30 ივნისს დაახლოებით 100 მეტრი დიამეტრის ასტეროიდი თუ კომეტის ნამტვრევი ციმბირში ტუნგუსკას თითქმის დაუსახლებელი რაიონიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქდა. 15 მეგატონის ენერგიით აფეთქების შედეგად 2 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაპარტახდა; ხეები გაჩანაგდა, ხანძარი გაჩნდა და ჩრდილოეთის ირმები განადგურდნენ. რამდენი ხალხი დაიხოცებოდა, აფეთქების ეპიცენტრი რომ მჭიდროდ დასახლებული ადგილი ყოფილიყო?!

  • ასტეროიდები, კომეტები და დედამიწა — მოსალოდნელია შეჯახება?
    გამოიღვიძეთ! — 1999 | თებერვალი 8
    • უბედურების წარმოსახვა

      მეცნიერები აღელვებულები მსჯელობენ ჩვენს პლანეტასთან კომეტის ან ასტეროიდის შეჯახების შედეგებზე. მათი აზრით, ძლიერ შეჯახებას დაუყოვნებლივ მოჰყვება შემდეგი: აფეთქების შედეგად მოზრდილი ქვებისა და მტვრის ნარევი ჰაერში აიტყორცნება; ვარდნილი ნამსხვრევები მეტეორიტების წვიმას წარმოქმნის, ცას წითლად გაავარვარებს, ტყეებსა თუ მინდვრებს გადაბუგავს და ცოცხალ არსებებს მოსპობს; ატმოსფეროში შეჩერებული მტვერი დიდხანს შეაკავებს მზის სხივებს, რაც ტემპერატურის დაცემასა და დედამიწის დაბნელებულ ზედაპირზე ფოტოსინთეზის შეწყვეტას გამოიწვევს; ფოტოსინთეზის შეწყვეტის გამო ოკეანეებში კვების ჯაჭვი მოიშლება, შედეგად კი ზღვის ბინადართა უმრავლესობა მოისპობა. ამ წარმოსახვის თანახმად, უბედურება გლობალური რადიაციული წვიმითა და ოზონის ფენის განადგურებით დასრულდება.

      თუ ასეთი ასტეროიდი ოკეანეში ჩავარდება, მომქცევ დამანგრეველ ტალღებს — ცუნამს — წარმოქმნის. ცუნამი თავდაპირველად წარმოქმნილ დარტყმით ტალღასთან შედარებით, შეჯახების ზონიდან ბევრად შორს წავა და ოკეანის სანაპიროს ათასობით კილომეტრზე გაანადგურებს. „ქალაქების ადგილას ტალახიღა დარჩება“, — ამბობს ასტრონომი ჯეკ ჰილსი.

      მიუხედავად ამისა, ამგვარ მტკიცებებს ბრმად არ უნდა დავეთანხმოთ. ამ თეორიების უმრავლესობა მხოლოდ ვარაუდია. ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება არც არავის უნახავს, არც არავის შეუსწავლია. გარდა ამისა, დღეს საინფორმაციო საშუალებები არასრულ და თვით არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ სენსაციურ ამბებს (იხილეთ ზემოთ მოცემული ჩარჩო). სინამდვილეში კი ავტოკატასტროფებში დაღუპვის ალბათობა ბევრად აღემატება ციური სხეულის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპვის ალბათობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება