-
უძველესი ტრადიციები თანამედროვე მექსიკაშიგამოიღვიძეთ! — 2008 | მარტი
-
-
მაგალითად, ყოველი წლის 2 ნოემბერს მექსიკაში მრავალი ადამიანი სასაფლაოზე გადის, რომ აღნიშნონ „ყველა სულის მოსახსენიებელი დღე“, რომელსაც აგრეთვე მიცვალებულთა დღეს უწოდებენ. საყვარელი ადამიანების საფლავებზე მათ შეიძლება დატოვონ ყვავილები, საჭმელი და ალკოჰოლური სასმელები. ზოგმა შეიძლება მუსიკოსებიც კი მიიყვანოს საფლავზე, რათა ის სიმღერები დაუკრან, რომლებიც მათ გარდაცვლილ ახლობლებს უყვარდათ. ამასთანავე, მრავალი კათოლიკე სახლში მიცვალებულის კუთხეს აკეთებს, სადაც მის სურათს დებს.
ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ მიცვალებულების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული გარკვეული წეს-ჩვეულებები, როგორც ჩანს, „გადმოღებულია ინდიელთა რიტუალებიდან, რომლებსაც ისინი ოჩპანიცტლისა და ტეოტლეკოს თვეებში ასრულებდნენ. ამ დროს ისინი ყვავილ კემპასუჩილსა და სიმინდით დამზადებულ კერძს, ტამალის სწირავდნენ მანებს [მიცვალებულთა სულებს]. ეს რიტუალები ტარდებოდა იმ დროს, როცა მოსავალი ახალი მომკილი იყო — ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში“ („Enciclopedia de México“). როგორც ენციკლოპედიაშია აღნიშნული, ზოგი ახლანდელი წეს-ჩვეულება იმ დღესასწაულების მსგავსია, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იმართებოდა, სანამ ესპანელები შევიდოდნენ მექსიკის ტერიტორიაზე, და რომლებზეც ისეთივე სული იყო გამეფებული, როგორიც ზოგ დღევანდელ კარნავალზე შეინიშნება.
-
-
უძველესი ტრადიციები თანამედროვე მექსიკაშიგამოიღვიძეთ! — 2008 | მარტი
-
-
[სურათი 23 გვერდზე]
2 ნოემბერს სასაფლაოზე შეკრებილი მუსიკოსები
-