საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
  • „კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
    • ეს მოხდა 1932 წლის ნოემბრის მიწურულს მეხიკოში. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ამ ხმაურიან ქალაქში, სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, პირველი შუქნიშანი დაამონტაჟეს. თუმცა ეს სიახლე აღარავის ახსოვდა. ჟურნალისტებმა მთელი ყურადღება კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე გადაიტანეს. ისინი რკინიგზის სადგურში ფოტოაპარატმომარჯვებული უცდიდნენ განსაკუთრებული სტუმრის, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდის ჩასვლას. იქვე იყვნენ ადგილობრივი იეჰოვას მოწმეებიც, რათა გულითადად დახვედროდნენ ძმა რუტერფორდს, რომელიც სამდღიან კონგრესს დაესწრებოდა მეხიკოში.

      „ოქროს ხანა“ იუწყებოდა: „უდავოა, ეს კონგრესი თეოკრატიული ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდება მოვლენად, რომელმაც მექსიკის რესპუბლიკაში ჭეშმარიტების წინსვლას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი“. მაგრამ რატომ იყო ეს კონგრესი, რომელსაც მხოლოდ 150 კაცი დაესწრო, ასეთი განსაკუთრებული?

      ამ კონგრესამდე მექსიკაში სამეფოს საქმიანობას დიდი ნაყოფი არ გამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ 1919 წლიდან ღვთის ხალხი პატარა კონგრესებს ატარებდა, მომდევნო წლებში კრებების რაოდენობა მაინც შემცირდა. 1929 წელს ქალაქ მეხიკოში ფილიალის გახსნამ ძმებს იმედი მისცა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა ხელის შემშლელმა ფაქტორებმაც იჩინა თავი. ორგანიზაციის მითითებამ, რომ ქადაგება კომერციული საქმიანობისგან გაემიჯნათ, ერთი წიგნების დამტარებელი გაანაწყენა. ამის გამო მან დატოვა ორგანიზაცია და ბიბლიის შემსწავლელთა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, ფილიალის ზედამხედველს არასწორი საქციელის გამო პასუხისმგებლობები ჩამოართვეს და მის მაგივრად სხვა ძმა დანიშნეს. მექსიკაში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურებს ნამდვილად სჭირდებოდათ გამხნევება და წახალისება.

      ძმა რუტერფორდის მიერ კონგრესზე წარმოთქმულმა ორმა გამომაცოცხლებელმა მოხსენებამ და ხუთმა რადიოლექციამ ძალიან გაამხნევა ეს ერთგული და-ძმები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასიხარულო ცნობა რადიოსადგურების მეშვეობით ეუწყა მექსიკის მთელ მოსახლეობას. კონგრესის შემდეგ ფილიალის ახლად დანიშნულმა ზედამხედველმა ორგანიზება გაუწია სამქადაგებლო საქმიანობას. იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული მაუწყებლები დიდი შემართებითა და განახლებული ძალით შეუდგნენ მსახურებას.

      იეჰოვას მოწმეების კონგრესი მეხიკოში, 1941 წელი

      კონგრესი ქალაქ მეხიკოში, 1941 წელი

      მომდევნო წელს მექსიკაში ორი კონგრესი ჩატარდა, ერთი — საპორტო ქალაქ ვერაკრუსში, მეორე კი — მეხიკოში. სამქადაგებლო საქმეში ძმების მოშურნეობამ კარგი შედეგი გამოიღო. 1931 წელს ქვეყანაში 82 მაუწყებელი იყო, ათი წლის შემდეგ კი მათი რიცხვი გაათმაგდა! 1941 წელს მეხიკოში ჩატარებულ კონგრესს დაახლოებით 1 000 კაცი დაესწრო.

  • „კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
    • სურათი 1944 წლის გაზეთიდან, რომელზეც აღბეჭდილია მეხიკოში „სენდვიჩებით“ მსვლელობა

      სურათი 1944 წლის გაზეთიდან, რომელზეც აღბეჭდილია მეხიკოში „სენდვიჩებით“ მსვლელობა

      ერთ-ერთი გაზეთი მეხიკოში ჩატარებული მსვლელობის შესახებ წერდა: „[კონგრესის] პირველ დღეს [მოწმეებს] მოუწოდეს, სხვებიც დაეპატიჟებინათ. მეორე დღეს კი დარბაზში თავისუფალი ადგილი აღარ იყო“ (La Nación). ამ მსვლელობებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაღიზიანებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ მოწმეების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად, და-ძმები უშიშრად გამოდიოდნენ ქუჩებში. ზემოხსენებულ გაზეთში ნათქვამი იყო: «მთელმა ქალაქმა ნახა . . . სარეკლამო „სენდვიჩების“ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები და ქალები». სტატიას დართული ჰქონდა მეხიკოს ქუჩებში გამოსული ძმების სურათი წარწერით: „ოკუპირებული ქუჩები“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება