-
სტვენა კომუნიკაციის ორიგინალური მეთოდიგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
სტვენა კომუნიკაციის ორიგინალური მეთოდი
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის მექსიკიდან
◼ ოახაკას მთებში (მექსიკა) მცხოვრებ მასატეკებს ჩვეულებრივი ტელეფონიც კი არა აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ მობილურ ტელეფონზე. თუმცა ეს ერთმანეთთან დაკავშირებაში ხელს არ უშლით. ისინი დაახლოებით ორ კილომეტრზეც მშვენივრად აწვდენენ ერთმანეთს ხმას, მაგალითად მთის ფერდობებზე ყავის პლანტაციებში მუშაობისას. როგორ ახერხებენ ამას? დიდი ხნის წინათ მასატეკებმა მოიფიქრეს, როგორ გადაეცათ ერთმანეთისთვის აზრები სტვენით. ახალგაზრდა მასატეკი, პედრო გვიხსნის: „მასატეკების ენა ტონური ენაა. სტვენის დროს ვბაძავთ სამეტყველო ენის ტონსა და რიტმს. ჩვეულებრივ, სტვენის დროს თითებს არ ვიყენებთ“.a
პედროს მეგობარი ფიდენსიო ასეთი „საუბრის“ დადებით მხარეებს გვიხსნის: „ერთმანეთს ასე შორ მანძილებზე ვუკავშირდებით. ჩვეულებრივ, ასეთი საუბრები დიდხანს არ გრძელდება. მაგალითად, მამამ შვილი ტორტილას (თხელი პური) საყიდლად გაგზავნა და მისთვის პომიდორის დაბარება დაავიწყდა. თუ ბავშვი ძალიან შორს არ არის, მამას შეუძლია სტვენით გააგებინოს, კიდევ რა წამოიღოს სახლში“.
ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებიც იყენებენ ამ საკომუნიკაციო საშუალებას. პედრო ამბობს: „თუ დაშორებულ ტერიტორიაზე ვაპირებ წასვლას და მინდა, რომელიმე თანაქრისტიანი თან წავიყვანო, მასთან სახლში მისვლა არ მჭირდება. სათქმელს სტვენით ვეუბნები“.
პედრო განაგრძობს: „ერთმანეთის ხმა რომ არ აგვერიოს, ყველას ჩვენ-ჩვენებური სტვენის მანერა გვაქვს. ჩვეულებრივ, ასე მხოლოდ კაცები ვეხმიანებით ერთმანეთს. ქალებს შეიძლება ესმით ეს ენა და ზოგჯერ ოჯახშიც იყენებენ მას, მაგრამ მიუღებელია, რომ ქალი ასე დაელაპარაკოს რომელიმე მამაკაცს“.
-
-
სტვენა კომუნიკაციის ორიგინალური მეთოდიგამოიღვიძეთ! — 2009 | თებერვალი
-
-
a ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია: „სტვენის ინტენსივობის, ტემბრისა და სიძლიერის ცვლილებით მასატეკებს მრავალი აზრის გაზიარება შეუძლიათ ერთმანეთისთვის“.
-