-
გიწვევთ ყველას!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
მექსიკის ფილიალში სტუმრობის დროს ერთ ბიბლიის შემსწავლელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მძიმედ მშრომელი და-ძმების დანახვამ, რომლებიც სიხარულით ემსახურებოდნენ იეჰოვას. მან იკითხა: „რა უნდა გავაკეთო, რომ აქ დავრჩე?“ მან ასეთი პასუხი მიიღო: „ჯერ უნდა მოინათლო, შემდეგ კარგს იზამ, თუ პიონერად, სრული დროით მქადაგებლად, დაიწყებ მსახურებას“. ამ ახალგაზრდამ გაითვალისწინა ეს რჩევა და ორი წლის შემდეგ ის მექსიკის ბეთელში მიიწვიეს, სადაც ის უკვე 20 წელია მსახურობს.
-
-
გიწვევთ ყველას!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 აგვისტო
-
-
ბევრს, ვინც ბეთელში მსახურებას იწყებს, არც სპეციალობა აქვს და არც უმაღლესი განათლება. სწორედ ასე იყო აბელის შემთხვევაშიც, რომელიც მექსიკის ბეთელში უკვე 15 წელია მსახურობს. „ბეთელი ნამდვილად კარგი სკოლა აღმოჩნდა ჩემთვის. აქ დავეუფლე ურთულეს საბეჭდ დაზგებთან მუშაობას. ვიცი, რომ ამ ცოდნით ბეთელის გარეთ ბევრ ფულს ვიშოვი, მაგრამ იმ სიამოვნებას ვერ მივიღებ, რასაც აქ მშვიდ გარემოში ცხოვრება მანიჭებს ყოველგვარი საწუხარისა და მეტოქეობის სულის გარეშე, რომელიც დამახასიათებელია კომერციული კომპანიებისთვის. ვხვდები, რომ საუკეთესო განათლება მივიღე, რაც სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაში დამეხმარა. ამას ვერც ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ვერ მომცემდა“.
-