-
„კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
ამ კონგრესამდე მექსიკაში სამეფოს საქმიანობას დიდი ნაყოფი არ გამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ 1919 წლიდან ღვთის ხალხი პატარა კონგრესებს ატარებდა, მომდევნო წლებში კრებების რაოდენობა მაინც შემცირდა. 1929 წელს ქალაქ მეხიკოში ფილიალის გახსნამ ძმებს იმედი მისცა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა ხელის შემშლელმა ფაქტორებმაც იჩინა თავი. ორგანიზაციის მითითებამ, რომ ქადაგება კომერციული საქმიანობისგან გაემიჯნათ, ერთი წიგნების დამტარებელი გაანაწყენა. ამის გამო მან დატოვა ორგანიზაცია და ბიბლიის შემსწავლელთა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, ფილიალის ზედამხედველს არასწორი საქციელის გამო პასუხისმგებლობები ჩამოართვეს და მის მაგივრად სხვა ძმა დანიშნეს. მექსიკაში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურებს ნამდვილად სჭირდებოდათ გამხნევება და წახალისება.
ძმა რუტერფორდის მიერ კონგრესზე წარმოთქმულმა ორმა გამომაცოცხლებელმა მოხსენებამ და ხუთმა რადიოლექციამ ძალიან გაამხნევა ეს ერთგული და-ძმები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასიხარულო ცნობა რადიოსადგურების მეშვეობით ეუწყა მექსიკის მთელ მოსახლეობას. კონგრესის შემდეგ ფილიალის ახლად დანიშნულმა ზედამხედველმა ორგანიზება გაუწია სამქადაგებლო საქმიანობას. იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული მაუწყებლები დიდი შემართებითა და განახლებული ძალით შეუდგნენ მსახურებას.
კონგრესი ქალაქ მეხიკოში, 1941 წელი
მომდევნო წელს მექსიკაში ორი კონგრესი ჩატარდა, ერთი — საპორტო ქალაქ ვერაკრუსში, მეორე კი — მეხიკოში. სამქადაგებლო საქმეში ძმების მოშურნეობამ კარგი შედეგი გამოიღო. 1931 წელს ქვეყანაში 82 მაუწყებელი იყო, ათი წლის შემდეგ კი მათი რიცხვი გაათმაგდა! 1941 წელს მეხიკოში ჩატარებულ კონგრესს დაახლოებით 1 000 კაცი დაესწრო.
-
-
„კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
დღეს მექსიკაში მცხოვრები თითქმის ერთი მილიონი მაუწყებელი მსგავს მადლიერებას ავლენს.
-
-
„კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“საგუშაგო კოშკი — 2017 | აგვისტო
-
-
b 2016 წელს მექსიკაში უფლის გახსენების საღამოს 2 262 646 ადამიანი დაესწრო.
-