საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ცხოვრება და ქადაგება ვულკანის მახლობლად
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • ცხოვრება და ქადაგება ვულკანის მახლობლად

      „ეს შემზარავია. ეს ძალიან ჰგავს წუთისოფლის აღსასრულს, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი. ჩვენ უნდა ვიფხიზლოთ და ყოველთვის იეჰოვას წინაშე კარგი რეპუტაცია გვქონდეს“. ეს სიტყვები ერთ იეჰოვას მოწმეს, ბიქტორს, ეკუთვნის, რომელიც მექსიკაში პოპოკატეპეტლის (ჩვეულებრივ, პოპოდ წოდებულ) ვულკანთან ძალიან ახლოს ცხოვრობს. მან მოგვითხრო იქ არსებული სიტუაციის შესახებ.

      ამ მოთუხთუხე ვულკანმა 1994 წლიდან მიიქცია მსოფლიო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღებაa. ხელისუფლებამ დაასკვნა, რომ კრატერიდან 30 კილომეტრის რადიუსში საკმაოდ სახიფათო ზონაა. განსაკუთრებით სახიფათოა ვულკანის სამხრეთი მხარე, რადგან კრატერი ამ მიმართულებითაა დახრილი და ამონთხეული ლავა და ჭუჭყი შეიძლება აქ არსებულ მრავალ ღრმა და ვიწრო ხევში ჩაიღვაროს.

      რასაკვირველია, ბევრს აინტერესებს, თუ რა დაემართება მეხიკოს ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის შემთხვევაში. ემუქრება ქალაქს საფრთხე? ამასთანავე, ვულკანის სამხრეთით არსებული შტატი მორელოსიც დასახლებული ტერიტორიაა. ემუქრებათ საფრთხე იმ მხარეში მცხოვრებთაც? როგორია, იცხოვროთ ვულკანის მახლობლად ისე, რომ არ იცოდეთ, თუ რა შეიძლება მოხდეს ყოველ წუთს?

      ვულკანის საშიშროება

      პოპოკატეპეტლის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში მეხიკოს საქმიანი რაიონია, თუმცა ზოგი გარეუბანი ვულკანისგან 40 კილომეტრითაა დაშორებული. ტექნიკური თვალსაზრისით, მთელი ქალაქი 20-მილიონიანი მოსახლეობით საშიშ ზონაში არ იმყოფება. მიუხედავად ამისა, თუ ვულკანიდან დიდი რაოდენობით ამოიფრქვევა ფერფლი, ქარის შედეგად ამ მხარეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

      ვულკანის ფერფლის ეფექტი, ჩვეულებრივ, უფრო მწვავეა ვულკანის აღმოსავლეთით. ეს მხარე მოიცავს ქალაქ პუებლასა და რამდენიმე პატარა ქალაქსა და სოფელს, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანი დიდად სახიფათო ზონაში ცხოვრობს. 1997 წლის 11 მაისს, კვირას, ვულკანიდან ამოფრქვეული ტონობით ფერფლი ჰაერში გავრცელდა და მთელ ამ ტერიტორიაზე მიმოიფანტა, აღმოსავლეთით კი 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე გავრცელდა და ვერაკრუსის შტატამდე მიაღწია. ვულკანის სამხრეთით, მორელოსის შტატში, რამდენიმე ქალაქი და სოფელი შედის, სადაც დაახლოებით 40 000 ადამიანი ცხოვრობს; ისინიც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდენ.

  • ცხოვრება და ქადაგება ვულკანის მახლობლად
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აგვისტო
    • როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ?

      ვულკანოლოგები გამოკვლევებს ატარებენ და გადმოსცემენ ოფიციალურ ცნობებს სახიფათო პოპოკატეპეტლზე, მაგრამ, სინამდვილეში, არავინ იცის, როდის რა მოხდება. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ახლო-მახლო მცხოვრებლების აზრით, ვულკანის ამოფრქვევა ყოველ წუთსაა მოსალოდნელი. საშიშროება რეალურად არსებობს. რასაკვირველია, ხელისუფლება ძალიან შეწუხებულია და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მზად იყოს კრიტიკული მდგომარეობისთვის. მაგრამ ნათელია, რომ ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ გაფრთხილებასთან დაკავშირებით, რადგან მათ არ სურთ წამოიწყონ მოსახლეობის მასიური გაყვანა მანამ, სანამ საშიშროება გარდაუვალი არ იქნება. მაშ, რის გაკეთება შეიძლება?

      „გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან“, — ამბობს ბიბლიური იგავი (იგავნი 22:3). აქედან გამომდინარე, ‘ჯიქურ წასვლის’ ნაცვლად, თავის დაზღვევის მიზნით, გონივრული იქნებოდა აუცილებელი ზომების მიღება, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. როდესაც ასეთ საზარელ სტიქიურ ძალებთან გაქვთ საქმე, ნუ გადადებთ უკანასკნელ წუთამდე, თითქოს არასოდეს არაფერი მოხდება. ასეთია ამ მხარეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი.

      ამას წინათ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალის წარმომადგენლებმა პუებლას შტატში მოინახულეს მიმომსვლელი ზედამხედველები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ამ საშიშ ზონაში არსებულ კრებებთან. დაგეგმეს, რომ მიმომსვლელ ზედამხედველებსა და დახმარების კომიტეტის წევრებს მოენახულებინათ კრატერიდან 25 კილომეტრში მცხოვრები თითოეული ოჯახი. ამ ოჯახებს დაეხმარნენ, რომ ეფიქრათ საშიში ზონის დატოვება, სანამ პანიკა ატყდებოდა. ორგანიზება გაეწია 1 500 ადამიანის გადაყვანასა და დაბინავებას ქალაქ პუებლაში. ზოგი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქებში გადავიდა ნათესავებთან.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება