-
ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიანსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
მექსიკაში უცხოელი მოხალისეები პირველად 1992 წლის მაისში ჩავიდნენ. ამის შემდეგ მათ მალევე დაიწყეს მექსიკის ფილიალის გაფართოება, რომელიც ამ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობას უწევს ზედამხედველობას. ფილიალის გაფართოების პროგრამით მათ უნდა აეგოთ 14 ახალი შენობა: რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ფილიალში მომსახურე მოხალისეებისთვის და ოფისებისა და ტიპოგრაფიისთვის განკუთვნილი შენობები.
ამ მშენებლობაში დასახმარებლად 730-ზე მეტი მოხალისე ჩავიდა კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ისინი მხარდამხარ მსახურობდნენ მექსიკის ყველა რეგიონიდან ჩასულ ასობით მოხალისესთან ერთად. ამას გარდა, შაბათ-კვირაობით ფილიალის ახლოს მდებარე 1 600 კრებიდან, მთლიანობაში, 28 000-ზე მეტმა მოწმემ მიიღო მონაწილეობა ამ მშენებლობაში. ისინი დიდი მონდომებით და უანგაროდ შრომობდნენ; თავს ბედნიერად თვლიდნენ, რომ შესაძლებლობა მიეცათ, იეჰოვასთვის ასეთი სახით ემსახურათ. მათ მთელი მშენებლობის პროცესში ახსოვდათ ფსალმუნების 126:1-ში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვები: „სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“.
-
-
ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიანსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
ამასობაში, მექსიკაში მშენებლობა დასრულდა და წელს ფილიალის ახალი შენობების მიძღვნაც ჩატარდა.
-
-
ისინი ქრისტიანულ საძმოს მსოფლიო მასშტაბით ემსახურებიანსაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 მაისი
-
-
[სურათი 26 გვერდზე]
ახალი მშენებლობის დაწყება მექსიკის ფილიალში.
[სურათი 26 გვერდზე]
ფილიალის ბაღი
[სურათი 26 გვერდზე]
ქვემოთ: ზოგი მოხალისე სამშენებლო განყოფილებიდან, ახალი კომპლექსის წინ.
-