საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 4. ა) რა ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ დანიელის 12:1-ში? ბ) დანიელის წიგნში რა იგულისხმება ხშირად მეფის ‘დადგომაში’?

      4 დანიელის 12:1-ში ვკითხულობთ: «იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი [„დიდი მთავარი, რომელიც მფარველად უდგას შენი ხალხის შვილებს“, აქ]». ამ მუხლში ორი განსაკუთრებული რამ არის ნათქვამი მიქაელის შესახებ. პირველი, რომ ის „უდგას“, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს გულისხმობს; და მეორე, რომ ის „აღდგება“, რაშიც იგულისხმება მოვლენა, რომელიც დროის იმ განსაზღვრულ მონაკვეთში მოხდება.

  • ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოცნობა უკანასკნელ ჟამს
    ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
    • 6 მაგრამ როდის „აღდგება“ მიქაელი? როდესაც ის განსაკუთრებულად ამოქმედდება. ეს კი მომავალში მოხდება. გამოცხადების 19:11—16-ში იესო წინასწარმეტყველურად აღწერილია ძლევამოსილ მესიანურ მეფედ, რომელიც სათავეში უდგას ანგელოზთა ლაშქარს და ანადგურებს ღვთის მტრებს. დანიელის 12:1 შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა“. იესო სისრულეში მოიყვანს იეჰოვას განაჩენს და ბოლოს მოუღებს მთელ ბოროტ სისტემას ნაწინასწარმეტყველები „დიდი გასაჭირის“ განმავლობაში (მათე 24:21; იერემია 25:33; 2 თესალონიკელთა 1:6—8; გამოცხადება 7:14; 16:14, 16).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება