საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაამხვეთ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული ყოველი აზრი!
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
    • განიახლეთ „გონების აღმძვრელი ძალა“

      7. როგორ შეგვიძლია შინაგანი პიროვნების გარდაქმნა?

      7 შესაძლებელია შინაგანი პიროვნების გარდაქმნა? ბიბლია გვპასუხობს: „[განიახლეთ] გონების აღმძვრელი ძალა და [შეიმოსეთ] ახალი პიროვნება, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:23, 24). დიახ, შინაგანი პიროვნების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა ადვილი არ არის. პიროვნების გარდაქმნაში არასწორი სურვილების გაკონტროლებასა და ცუდი საქმეებისგან თავის შეკავებაზე მეტი იგულისხმება. საჭიროა, რომ გონების აღმძვრელი ძალა განვიახლოთ, რაშიც ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები და მოტივები იგულისხმება. ასეთი ცვლილებების მოხდენა მუდმივი პროცესია.

      8, 9. როგორ გამოჩნდა ერთი ძმის შემთხვევიდან, რომ საჭიროა შინაგანი პიროვნების შეცვლა?

      8 განვიხილოთ ერთი ძმის შემთხვევა, რომელიც წარსულში მოძალადე და ლოთი იყო. მან მიატოვა ასეთი ცხოვრების წესი და მოინათლა, რითაც თავის დასახლებაში ხალხს იეჰოვას მოწმეებზე კარგი შთაბეჭდილება შეუქმნა. მაგრამ ნათლობიდან მალევე ის მოულოდნელი გამოცდის წინაშე დადგა. ერთ საღამოს მასთან სახლში ნასვამი მამაკაცი მივიდა და აუშარდა. თავიდან ძმა არ აჰყვა მის პროვოკაციას, მაგრამ როგორც კი მამაკაცმა იეჰოვას სახელი შეურაცხყო, ძმას მოთმინების ფიალა აევსო, გავიდა გარეთ და ფიზიკურად გაუსწორდა. რატომ ვერ შეიკავა ძმამ თავი? მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ფიცხი ხასიათის მოთოკვაში დაეხმარა, მას გონების აღმძვრელი ძალა არ ჰქონდა განახლებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის შინაგანად არ იყო შეცვლილი.

      9 თუმცა მას ხელი არ ჩაუქნევია (იგავ. 24:16). უხუცესების დახმარებით ის კვლავაც წინ მიიწევდა სულიერად. გარკვეული ხნის შემდეგ ის უხუცესად დაინიშნა. ერთ საღამოს სამეფო დარბაზის წინ ძმა იმავე პრობლემას წააწყდა, რასაც წლების წინ. ნასვამი მამაკაცი ერთ-ერთ უხუცესს ცემას უპირებდა. როგორ მოიქცა ეს ძმა? ის მშვიდად და თავმდაბლად დაელაპარაკა აგრესიულ მამაკაცს, დაძაბული სიტუაცია განმუხტა და სახლამდე მიაცილა. რატომ ჰქონდა ამჯერად ძმას განსხვავებული რეაქცია? იმიტომ რომ განიახლა გონების აღმძვრელი ძალა, ანუ მშვიდობისმყოფელ და თავმდაბალ ადამიანად გარდაიქმნა, რითაც განადიდა იეჰოვას სახელი.

      10. რა უნდა გავაკეთოთ შინაგანი პიროვნების შესაცვლელად?

      10 ასეთი ცვლილებები არც ერთ დღეში ხდება და არც ავტომატურად. ამისთვის წლების განმავლობაში დაუღალავი შრომაა საჭირო (2 პეტ. 1:5). არც იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლები არ იქნება იმის გარანტი, რომ მსგავსი ცვლილებები თავისთავად მოხდება. შინაგანი პიროვნების შესაცვლელად ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ. ამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა დაგვეხმარება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

      როგორ განვიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა

      და იცვლის გონების აღმძვრელ ძალას ლოცვის, ფიქრისა და კარგი მეგობრების მეშვეობით

      11. როგორ გვეხმარება ლოცვა გონების აღმძვრელი ძალის განახლებაში?

      11 ლოცვა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ უნდა მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც ლოცულობდა: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმ. 51:10). უნდა ვაღიაროთ, რომ გვჭირდება გონების აღმძვრელი ძალის განახლება და დახმარებისთვის იეჰოვას მივმართოთ. რა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დაგვეხმარება? ეზეკიელის დროს მცხოვრებ გულქვა ისრაელებზე იეჰოვამ თქვა: „მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩავუდგამ . . . ხორცის გულს ჩავუდებ“ (ეზეკ. 11:19). „ხორცის გულის ჩადება“ იმას ნიშნავდა, რომ ისინი სიხარულით დაემორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას. იეჰოვა მზად იყო, ისრაელებს ცვლილებების მოხდენაში დახმარებოდა; ის ჩვენც დაგვეხმარება.

      12, 13. ა) ფსალმუნის 119:59-ის თანახმად, რაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს?

      12 მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ფიქრია. ღვთის სიტყვის ყოველდღიური კითხვის დროს არა მხოლოდ დაკვირვებით უნდა წავიკითხოთ ბიბლიური მონაკვეთები, არამედ სიღრმისეული ფიქრისთვისაც უნდა გამოვყოთ დრო. ეს დაგვანახვებს, როგორი აზროვნებისა და გრძნობებისგან უნდა გავთავისუფლდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:59; ებრ. 4:12; იაკ. 1:25). ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ნებისმიერი მიდრეკილება, რომელზეც ქვეყნიური აზროვნება ახდენს გავლენას. გულახდილად უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები და ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ მათ დასაძლევად.

      13 მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: გულის სიღრმეში შურის რაიმე ნატამალი ხომ არ მაქვს? (1 პეტ. 2:1). ხომ არ ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, განათლებით ან ფინანსური მდგომარეობით? (იგავ. 16:5). ზემოდან ხომ არ ვუყურებ დაბალი სოციალური ფენის ან სხვა რასის წარმომადგენლებს? (იაკ. 2:2—4). ხომ არ მიზიდავს ის, რასაც სატანის ქვეყნიერება გვთავაზობს? (1 იოან. 2:15—17). ხომ არ მსიამოვნებს უზნეობისა და ძალადობის შემცველი გართობა? (ფსალმ. 97:10; 101:3; ამოს. 5:15). ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგანახვებთ, რა მხრივ გჭირდებათ გაუმჯობესება. თუ გავთავისუფლდებით ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებებისა და უარყოფითი გრძნობებისგან, ჩვენს ზეციერ მამას გავუხარებთ გულს (ფსალმ. 19:14).

      14. რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი მეგობრების არჩევა?

      14 მესამე მნიშვნელოვანი მხარე კარგი მეგობრების არჩევაა. ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოება, რომელშიც ვტრიალებთ (იგავ. 13:20). სამსახურსა თუ სკოლაში ისეთ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა, რომლებიც ღვთისმოსაწონი აზროვნების განვითარებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარებიან. საუკეთესო მეგობრების პოვნა მხოლოდ ქრისტიანულ კრებაში შეგვიძლია, სადაც „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ გვახალისებენ (ებრ. 10:24, 25).

  • დაამხვეთ ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული ყოველი აზრი!
    საგუშაგო კოშკი — 2019 | ივნისი
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება