-
ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
-
-
3, 4. ა) როგორ ხდებიან ქრისტიანულ სამყაროში „[ღვთის] მსახურები“? ბ) ვის მიიჩნევენ ქრისტიანულ სამყაროში ღვთის მსახურად და რატომ აქვთ ამ საკითხისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ქრისტიანულ სამყაროსა და იეჰოვას მოწმეებს?
3 სამღვდელოება აცხადებდა, რომ ღვთის მსახური იყო (ბერძნულად „დიაკონოს“)a. ამ მიზნით ისინი ამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებლებს ან სემინარიებს და სასულიერო წოდებებს იღებდნენ. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედია“ ამბობს: «„სასულიერო წოდების მინიჭება“, ჩვეულებრივ, ნიშნავს მსახურისთვის ან მღვდლისთვის განსაკუთრებული სტატუსის ბოძებას, რომელიც ოფიციალური რიტუალის საშუალებით ხორციელდება და რომლის შემდეგაც ამ პირს ღვთის სიტყვის ქადაგების ან საკრამენტალიის ჩატარების ან ორთავეს შესრულების უფლება ეძლევა». ვის აქვს საეკლესიო წოდების მინიჭების უფლება? „ახალი ბრიტანული ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ეკლესიებში, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ეპარქია, სასულიერო წოდების მინიჭება ყოველთვის ეპისკოპოსის მიერ ხდება. პრესვიტერიანულ ეკლესიებში კი — პრესვიტერების მიერ“.
4 მაშასადამე, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში მსახურად ყოფნის უპირატესობაზე მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს შორის ეს ასე არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებაში მსახურად ყოფნაზე შეზღუდვები არ იყო დაწესებული.
-
-
ვინ არიან დღეს ღვთის მსახურები?საგუშაგო კოშკი — 2000 | 15 ნოემბერი
-
-
მსახურად დანიშვნა — როდის?
9. როდის და ვის მიერ დაინიშნა იესო მსახურად?
9 იმის გამოსარკვევად, თუ როდის და ვის მიერ ინიშნება ადამიანი მსახურად, განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. მას არ ჰქონია დანიშვნის სერტიფიკატი ან რომელიმე სემინარიის მიერ გაცემული მოწმობა იმის შესახებ, რომ ის მსახური იყო; ის არც რომელიმე ადამიანის მიერ ყოფილა დანიშნული. მაშ, რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო მსახური იყო? იმიტომ რომ მასზე შესრულდა ესაიას მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად“ (ლუკა 4:17—19; ესაია 61:1). ამ სიტყვებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს დავალებული ჰქონდა კეთილი ცნობის ქადაგება. ვისგან? ვინაიდან იეჰოვას სულით იყო ცხებული ამ დავალების შესასრულებლად, ცხადია, რომ იესო იეჰოვა ღმერთის მიერ იყო დანიშნული. როდის მოხდა ეს? იეჰოვას სული იესოზე ნათლობისას გადმოვიდა (ლუკა 3:21, 22). ამიტომ სწორედ ნათლობის დროს დაინიშნა ის მსახურად.
10. ვის მიერ ხდება ქრისტიანის ‘სათანადოდ მომზადება’?
10 რა შეიძლება ითქვას იესოს პირველი საუკუნის მიმდევრების შესახებ? ისინიც იეჰოვა ღმერთმა დანიშნა მსახურებად. პავლემ თქვა: «ჩვენი შეძლება [„სათანადოდ მომზადება“, აქ] ღმრთისაგან არის, რომელმაც მოგვცა იმისი ძალა [„სათანადოდ მოგვამზადა“, აქ], რომ ახალი აღთქმის მსახურნი ვიყოთ» (2 კორინთელთა 3:5, 6, სსგ). როგორ ამზადებს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მსახურებად? განვიხილოთ ტიმოთეს მაგალითი, რომელსაც პავლემ უწოდა „ღვთის მსახური“ და „თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში“ (1 თესალონიკელთა 3:2).
11, 12. როგორ წაიწია წინ ტიმოთემ, მსახური რომ გამხდარიყო?
11 ტიმოთესადმი მიწერილი ქვემოთ მოყვანილი სიტყვები იმის გაგებაში დაგვეხმარება, თუ როგორ გახდა ის მსახური: „შენ კი იდექ იმაზე, რაც გისწავლია და რაც გირწმუნია, ვინაიდან იცი, ვისგან გისწავლია. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში“ (2 ტიმოთე 3:14, 15). ტიმოთეს რწმენის საფუძველი, რწმენისა, რომელიც მას საქადაგებლად აღძრავდა, ბიბლიური შემეცნება იყო. იყო მხოლოდ პირადად კითხვა ამისათვის საკმარისი? არა. ტიმოთეს ზუსტი შემეცნების მიღებასა და წაკითხულის სულიერ გაგებაში დახმარება სჭირდებოდა (კოლასელთა 1:9). ამგვარად, ტიმოთე სანამ ირწმუნებდა, ‘დარწმუნდა’. რადგან მან საღვთო წერილი „ბავშვობიდანვე“ იცოდა, მისი პირველი მასწავლებლები დედა და ბებია უნდა ყოფილიყვნენ; როგორც ჩანს, მამამისი მორწმუნე არ ყოფილა (2 ტიმოთე 1:5).
12 მაგრამ ტიმოთეს მსახურად გახდომის მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. უპირველეს ყოვლისა, მისი რწმენა ახლომდებარე ქრისტიანული კრების წევრებთან ურთიერთობით იყო განმტკიცებული. საიდან ვიცით ეს? სანამ პავლე ტიმოთეს პირველად შეხვდებოდა, ამ ახალგაზრდაზე უკვე „მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები“ (საქმეები 16:2). გარდა ამისა, იმ დღეებში ზოგი ძმა კრებებს განსამტკიცებლად წერილებს სწერდა. აგრეთვე გასამხნევებლად კრებებში ზედამხედველები მიდიოდნენ. ასეთი ღონისძიებები ტიმოთეს და სხვა მის მსგავს ქრისტიანებს სულიერ წინსვლაში დაეხმარა (საქმეები 15:22—32; 1 პეტრე 1:1).
13. როდის დაინიშნა ტიმოთე მსახურად და რატომ შეგიძლიათ თქვათ, რომ მისი სულიერი წინსვლა ამაზე არ შეჩერებულა?
13 თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს მითითებას, რომელიც მათეს 28:19, 20-შია ჩაწერილი, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გარკვეულ მომენტში ტიმოთე რწმენამ აღძრა, იესოსთვის მიებაძა და მონათლულიყო (მათე 3:15—17; ებრაელთა 10:5—9). ეს იყო ტიმოთეს მიერ მთელი სულითა და გულით ღვთისადმი თავის მიძღვნის გამოხატვა. მონათვლისას ტიმოთე მსახური გახდა. მას შემდეგ, მისი სიცოცხლე, ძალა და ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, ღმერთს ეკუთვნოდა. ეს მისი თაყვანისცემის, „წმინდა მსახურების“, განუყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ ტიმოთეს წინსვლა მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა. ის განაგრძობდა სულიერ ზრდას, ამასთან ერთად მოწიფული ქრისტიანი მსახური ხდებოდა. ეს კი ტიმოთეს ისეთ მოწიფულ ქრისტიანებთან ახლო ურთიერთობის შედეგი იყო, როგორიც, მაგალითად, პავლე გახლდათ; აგრეთვე ამის მიზეზი ტიმოთეს პირადი შესწავლა და სამქადაგებლო საქმიანობაში ენთუზიაზმით მონაწილეობა იყო (1 ტიმოთე 4:14; 2 ტიმოთე 2:2; ებრაელთა 6:1).
14. როგორ მიიწევენ წინ, მსახურად გახდომისკენ, დღეს ისინი, რომლებიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის სწორად არიან განწყობილი’?
14 დღესაც ასევე ხდება ქრისტიან მსახურად დანიშვნა. მარადიული სიცოცხლისთვის ‘სწორად განწყობილთ’ (აქ) ბიბლიის შესწავლის საშუალებით ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ შემეცნების მიღებაში ეხმარებიან (საქმეები 13:48). ეს ადამიანები ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებასა და ღვთისადმი გააზრებულად ლოცვას სწავლობენ (ფსალმუნი 1:1—3; იგავნი 2:1—9; 1 თესალონიკელთა 5:17, 18). მათ ურთიერთობა აქვთ სხვა თანამორწმუნეებთან და სარგებლობენ იმ ღონისძიებებითა და საშუალებებით, რომლებითაც მათ „ერთგული და გონიერი მონა“ უზრუნველყოფს (მათე 24:45—47; იგავნი 13:20; ებრაელთა 10:23—25). ამგვარად ისინი უფრო და უფრო მეტ განათლებას იღებენ.
15. რა ხდება, როდესაც ადამიანი ინათლება? (იხილეთ სქოლიოც).
15 ბოლოს, ბიბლიის შემსწავლელს, მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულსა და გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მტკიცე რწმენას განივითარებს, სურს, რომ მთლიანად მიუძღვნას თავი თავის ზეციერ მამას (იოანე 14:1). ის ჯერ პირად ლოცვაში უძღვნის თავს ღმერთს, ხოლო შემდეგ, ამ პირადი გადაწყვეტილების საჯაროდ აღიარების ნიშნად ინათლება. ნათლობა მისი მსახურად დანიშვნის ცერემონიალია, რადგან ამ დროიდან სცნობენ მას ღვთისადმი მთლიანად მიძღვნილ მსახურად ანუ „დიაკონოსად“. ღვთის მსახური წუთისოფლისგან გამოყოფილი უნდა იყოს (იოანე 17:16; იაკობი 4:4). ის საკუთარ თავს, ყოველგვარი ყოყმანისა და პირობის გარეშე, „ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად“ სწირავს მთლიანად (რომაელთა 12:1)b. ის ღვთის მსახურია, რომელიც ქრისტეს ჰბაძავს.
-