-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
ხოლო მოაბსა და ყამონელებთან დაკავშირებით, ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის თანახმად, იერუსალიმის დაცემიდან მეხუთე წელს ბაბილონელებმა დაიპყრეს ისინი. ამის შედეგად, წინასწარმეტყველების თანახმად მათ შეწყვიტეს არსებობა.
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
„მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან. ამიტომაც, ვფიცავ, ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები — გომორას, ჭინჭრიან ადგილს, მარილის ორმოს და უდაბნოს უკუნისამდე. . .
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
14. რა ცხადყოფს, რომ უცხო ერები ‘გაუდიდგულდნენ’ ისრაელებსა და მათ ღმერთს, იეჰოვას?
14 მოაბელები და ყამონელები ისრაელის დიდი ხნის მტრები იყვნენ (შეადარე მსაჯულნი 3:12–14). ლუვრის მუზეუმში (საფრანგეთი) მდებარე მეშას ქვის წარწერა მოაბის მეფის, მეშას, კვეხნას შეიცავს. ისრაელების რამდენიმე ქალაქის დაპყრობა მან სიამაყით დაუკავშირა თავისი ღმერთის, ქამოშის, დახმარებას (მეოთხე მეფეთა 1:1).
-
-
„მელოდეთ“საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
-
-
15. როგორ დაამცირებდა იეჰოვა იმ ერების ღმერთებს, რომლებიც მის ხალხს გაუდიდგულდნენ?
15 მოაბის, ყამონელებისა და ასურეთის ჩათვლით, 82-ე ფსალმუნი მოიხსენიებს ქვეყნებს, რომლებიც გაუდიდგულდნენ ისრაელს და იკვეხნიდნენ: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“ (ფსალმუნი 82:5). წინასწარმეტყველი სოფონია გაბედულად აუწყებდა, რომ ძალთა უფალი, იეჰოვა დაამცირებდა ყველა ამ ქედმაღალ ერსა და მათ ღმერთებს. „ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს. საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული“ (სოფონია 2:10, 11).
-