საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოწმეებმა უარი თქვეს რუმინეთის ჯარში მსახურებაზე. ისინი დააპატიმრეს და უმრავლესობას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს შრომა–გასწორების კოლონიაში. მამა პოლიციის განყოფილებაში გამოიძახეს და იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე იყო, მხეცურად სცემეს. მე კი სკოლიდან იძულებით წამიყვანეს, რათა საეკლესიო მსახურებას დავსწრებოდი.

      მოულოდნელად მეორე მსოფლიო ომი სრულიად სხვაგვარად წარიმართა. 1944 წლის მარტში საბჭოთა არმიამ ბესარაბიის ჩრდილოეთ ნაწილი დაიპყრო, აგვისტოში კი — მთელი ქვეყანა. იმ დროს 16 წლის ვიყავი.

      მალე ჯარში გაიწვიეს ჩვენს სოფელში მცხოვრები ყველა ჯანმრთელი მამაკაცი. მოწმეები ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავიდნენ, რის გამოც მათ ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 1945 წლის მაისში მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა; გერმანელები დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, მოლდავეთში ბევრი მოწმე 1949 წლამდე ციხეში იჯდა.

  • მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • ჩვენ აქტიურად ვქადაგებდით, რის გამოც ხელისუფლებამ უფრო მეტად დაგვიწყო თვალთვალი. რადგან ქადაგებას არ ვწყვეტდით, პოლიტიკაში არ ვმონაწილეობდით და სამხედრო სამსახურზე უარს ვამბობდით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩვენი სახლების ჩხრეკა დაიწყეს. ისინი ბიბლიურ ლიტერატურას ეძებდნენ და გვაპატიმრებდნენ. 1949 წელს ახლომდებარე კრებებიდან ზოგი მოწმე ციმბირში გადაასახლეს. ისინი, რომლებიც გადასახლებას გადავურჩით, ქადაგების დროს უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენდით.

  • მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდი
    გამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
    • ამის შემდეგ დასავლეთით, 3 000–ზე მეტი კილომეტრის მოშორებით, მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში გადამიყვანეს, რომელიც მოსკოვის სამხრეთ–აღმოსავლეთით დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარეობდა. იქ შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან გადმოსახლებულ ერთგულ მოწმეებს შევხვედროდი.

      საბჭოთა მთავრობამ დაინახა, რომ, როდესაც მოწმეებს სხვა პატიმრებთან ურთიერთობის ნება დართეს, მათგან ზოგი იეჰოვას მოწმე გახდა. ამიტომ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში, რომელიც შრომა–გასწორების კოლონიებისგან შედგებოდა და დაახლოებით 30 კილომეტრზე იყო გაშენებული, გადაწყვიტეს, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით გავეყვანეთ. ჩვენს კოლონიაში 400–ზე მეტი მოწმე ვიყავით. რამდენიმე კილომეტრის მოშორებით სხვა კოლონიაში, სულ ცოტა, 100 და იყო.

      აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებაში და ბანაკში ფარულად შემოსული ბიბლიური ლიტერატურის გამრავლებაში. ციხის ზედამხედველებს არც ეს დარჩენიათ შეუმჩნეველი. მალევე, 1961 წლის აგვისტოში მოსკოვის ჩრდილო–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კილომეტრის მოშორებით, ვლადიმირის ციხეში გადამიყვანეს. ამ ციხეში, ძირითადად, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები ისხდნენ. აქ 1962 წლის თებერვლამდე აშშ–ის პილოტი ფრანსის გარი პაუერიც იჯდა, რომელმაც 1960 წლის 1 მაისს დაზვერვის მიზნით რუსეთს გადაუფრინა.

      ვლადიმირის ციხეში ყოფნისას ძალიან ცოტას გვაჭმევდნენ, რომ არ მოვმკვდარიყავით. ამას თავი ადვილად გავართვი, რადგან შიმშილობა ახალგაზრდობაშიც მქონდა გამოცდილი, მაგრამ გაცილებით რთული 1961—1962 წლების მკაცრი ზამთარი აღმოჩნდა. ჩემს საკანში გასათბობი საშუალება მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა. როდესაც ექიმმა დაინახა, რომ საშიშროება მემუქრებოდა, ჩემი სხვა საკანში გადაყვანა მოითხოვა. იქ რამდენიმე კვირა ვიყავი, სანამ ცოტა არ დათბა.

      გამოცდების დროს გაძლიერებული

      ციხის ზედამხედველები იმედოვნებდნენ, რომ ციხეში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ პატიმარს უარყოფითი აზრები სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა. მაგრამ მე განუწვეტლივ ვლოცულობდი და ვგრძნობდი, როგორ მაძლიერებდა იეჰოვა თავისი წმინდა სულით და ბიბლიური მუხლებით, რომლებიც იმ პერიოდში მახსენდებოდა.

      ვლადიმირის ციხეში ყოფნისას განსაკუთრებით პავლეს სიტყვებზე ვფიქრობდი: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩავარდნილნი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ“ (2 კორინთელები 4:8—10). ერთი წლის შემდეგ კვლავ მორდვეთის ბანაკთა კომპლექსში დამაბრუნეს. 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 1966 წლის 8 აპრილს, გამანთავისუფლეს. დახასიათებაში ჩამიწერეს, რომ „შეუძლებელი იყო ჩემი გამოსწორება“. ეს ჩემთვის იმის დამადასტურებელი იყო, რომ იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნე.

      ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდით საბჭოთა ბანაკებსა და ციხეებში ბიბლიური ლიტერატურის მიღებასა და გამრავლებას, მაშინ როცა ამის გაკეთება აკრძალული გვქონდა. ერთმა ლატვიელმა პოლიტპატიმარმა, რომელიც 4 წელი იჯდა ქალთა ბანაკში, აღნიშნა, რომ ეს იდუმალებით მოცული იყო. გათავისუფლების შემდეგ, 1966 წელს, მან დაწერა: „მოწმეები როგორღაც ახერხებდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ლიტერატურის მიღებას. თითქოს ღამით ანგელოზები მოფრინავდნენ და მათთვის ლიტერატურა მოჰქონდათ“. მართლაც, მხოლოდ ღვთის დახმარებით იყო შესაძლებელი ჩვენი ქრისტიანული მსახურების შესრულება!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება