-
მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდიგამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
ციმბირში გადასახლება
მე და ჩემი ოჯახი სხვა მოწმეებთან ერთად 1951 წლის აპრილში ციმბირში გადაგვასახლესa. იმ დროს ფეხი ჯერ კიდევ თაბაშირში მქონდა. რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო მოგვცეს, თან მხოლოდ მცირეოდენი საკვები წავიღეთ. მალე სურსათის გარეშე დავრჩით.
ორკვირიანი მგზავრობის შემდეგ ქალაქ ტომსკის ოლქში, ასინოში, ჩავედით. მატარებლიდან ისე ჩამოგვყარეს, თითქოს ცხოველები ვიყავით. ძალიან ყინავდა, თუმცა სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა გვესიამოვნა. მაისში, როდესაც მდინარეში ყინული დადნა, 100 კილომეტრის მოშორებით გემით ტორბეში წაგვიყვანეს, სადაც ციმბირის ტაიგაში ანუ სუბარქტიკული ტყის მასივში ბანაკი მდებარეობდა; აქ ხის მასალას ამზადებდნენ. ჩვენ იძულებით გვამუშავებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასოდეს გაგვათავისუფლებდნენ.
რადგან ეს ბანაკი ციხისგან განსხვავდებოდა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავით. ჩემი ოჯახი ღამეს მატარებლის ვაგონში ათევდა. ზაფხულში გადასახლებულებმა სახლები ავიშენეთ. ეს იყო უბრალო, ნახევრად მიწაში ჩაფლული შენობები, სადაც გამოზამთრება შეგვეძლო.
ვინაიდან ფეხი თაბაშირში მქონდა, სამუშაო შემიმსუბუქეს და ლურსმნების გაკეთება დამავალეს. ამან შესაძლებლობა მომცა, ფარულად გამემრავლებინა „საგუშაგო კოშკი“ და სხვა ბიბლიური პუბლიკაციები. ლიტერატურას საიდუმლოდ ვღებულობდით რეგულარულად ათასობით კილომეტრით მოშორებული ტერიტორიიდან — დასავლეთ ევროპიდან.
დაპატიმრება
თაბაშირი 1953 წელს მომხსნეს. სიფრთხილის მიუხედავად, სუკ-ს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ სულიერი საქმიანობით ვიყავი დაკავებული და ბიბლიურ ლიტერატურას ვამრავლებდი. შედეგად სხვა მოწმეებთან ერთად 12-წლიანი პატიმრობა მომისაჯეს ტყვეთა ბანაკში. სასამართლოს მსვლელობისას შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, იეჰოვა ღმერთისა და კაცობრიობის მომავალთან დაკავშირებული მისი დიდებული განზრახვების შესახებ დაგვემოწმებინა.
საბოლოოდ პატიმრები შორეულ აღმოსავლეთში, ასობით კილომეტრის მოშორებით, ირკუტსკთან ახლოს მდებარე ბანაკებში გადაგვიყვანეს. ეს ბანაკები იმ პატიმრებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც საბჭოთა კავშირის მტრებად მიიჩნევდნენ. 1954 წლის 8 აპრილიდან 1960 წლის დასაწყისამდე 12 ასეთ ბანაკში მომიწია ყოფნა.
-
-
მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდიგამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
1949 წელს ახლომდებარე კრებებიდან ზოგი მოწმე ციმბირში გადაასახლეს. ისინი, რომლებიც გადასახლებას გადავურჩით, ქადაგების დროს უფრო მეტ სიფრთხილეს ვიჩენდით.
-
-
მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდიგამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
a 1951 წლის აპრილის პირველ ორ შაბათ–კვირას საბჭოთა ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმა დასავლეთ ნაწილში მცხოვრები 7 000–ზე მეტი მოწმის ერთად შეკრება და ოჯახებთან ერთად ათასობით კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთით — ციმბირში გადაასახლა.
-
-
მსახურებისას სირთულეებს ვაწყდებოდიგამოიღვიძეთ! — 2005 | მაისი 8
-
-
[სურათი 21 გვერდზე]
ტყვეთა ბანაკში, 1955 წელი.
[სურათი 23 გვერდზე]
ქრისტიანი დები ციმბირში. ამ დროს მარია (ქვემოდან მარცხნივ) დაახლოებით 20 წლის იყო.
-