-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
როდესაც გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული საკითხი წამოიჭრა, იესომ უთხრა პეტრეს: „მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“ (მათე 17:24—27).
ბევრი სწავლულის აზრით ბიბლიის ამ მონაკვეთში მოხსენიებული სტატერი, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ტეტრადრაქმას. ეს მონეტა უდრიდა ოთხ დრაქმას, რაც იმ თანხის ტოლი იყო, რომელიც საკმარისი იყო ორი ადამიანისთვის ტაძრის გადასახადის გადასახდელად. ტეტრადრაქმა საკმაოდ გავრცელებული იყო და მისი შოვნა უფრო ადვილი იყო, ვიდრე დიდრაქმისა. „ახალ ბიბლიურ ლექსიკონში“ ნათქვამია: „როგორც ჩანს, ებრაელები ხშირად ორ-ორნი იხდიდნენ ხოლმე ტაძრის გადასახადს“.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
[სურათი 15 გვერდზე]
ტეტრადრაქმა (გადიდებული გამოსახულება)
-