-
როგორ გავიტანოთ თავი?გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
ეკონომიურად ხარჯეთ ფული
როდესაც რაულმა სამუშაო დაკარგა, მისმა ცოლმა, ბერტამ ეკონომიურად ხარჯვა ისწავლა. „ვცდილობდი ფასდაკლებების დროს წავსულიყავი საყიდლებზე; ისეთ მაღაზიებში დავდიოდი, სადაც შემეძლო ყველაფერი ნახევარ ფასში მეყიდა“, — ყვება ის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:
● წინასწარ შეადგინეთ მთელი კვირის მენიუ და შეეცადეთ იაფად იყიდოთ პროდუქტები.
● ნაცვლად იმისა, რომ ნახევარფაბრიკატებით იკვებოთ, იყიდეთ პროდუქტები და თავად მოამზადეთ.
● სეზონური ფასდაკლებების დროს წინასწარ მოიმარაგეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ.
● იაფად რომ გამოხვიდეთ, დიდი რაოდენობით იყიდეთ პროდუქტები, მაგრამ არც იმდენი, რომ გაგიფუჭდეთ.
● ფული რომ დაზოგოთ მეორადებში შეიძინეთ ხარისხიანი ტანსაცმელი.
● თუ ტრანსპორტი ძვირი არ დაგიჯდებათ, ისეთ მაღაზიებში წადით საყიდლებზე, სადაც დაბალი ფასებია.
● ხშირად ნუ ივლით საყიდლებზე.a
-
-
როგორ გავიტანოთ თავი?გამოიღვიძეთ! — 2010 | ივლისი
-
-
კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით
როცა რამეს ყიდულობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა მჭირდება? დამიძველდა ტანსაცმელი თუ უბრალოდ ახლის შეძენა მინდა? თუ რამე იშვიათად გჭირდებათ, ხომ არ იქირავებთ? ისეთი ნივთები, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ, შეგიძლიათ მეორადში შეიძინოთ.
შეიძლება ზემოთ მოცემული ზოგი რჩევა არც ისე პრაქტიკული მოგეჩვენოთ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად ყველა რჩევის გათვალისწინებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, თუ მცირედის დაზოგვას ისწავლით, ბევრის დაზოგვასაც შეძლებთ.
-