საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გაწონასწორებული შეხედულება ფულზე
    გამოიღვიძეთ! — 2015 | სექტემბერი
    • რას ამბობს ბიბლია

      ბიბლია უარყოფითად არ საუბრობს ფულზე და არც მათ აკრიტიკებს, ვისაც ფული აქვს, თუნდაც ბევრი. პრობლემა ფულის რაოდენობაში კი არა, ადამიანის ფულისადმი დამოკიდებულებაშია. ბიბლიას გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვს ფულზე და მასში ჩაწერილი რჩევები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც უწინ — მისი დაწერისას. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები.

      ბიბლია ამბობს: „სიმდიდრის შეძენას ძალ-ღონეს ნუ შეალევ“ (იგავები 23:4).

      წიგნში „ნარცისიზმის ეპიდემია“ მათ შესახებ, ვისი მთავარი საზრუნავიც სიმდიდრის დაგროვებაა, წერია, რომ „ძალიან სუსტი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, ხშირად აწუხებთ ყელის, ზურგისა თუ თავის ტკივილი; მიდრეკილნი არიან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გადამეტებული მიღებისკენ. აშკარაა, რომ გამდიდრებისკენ სწრაფვა ადამიანს გაბედნიერების ნაცვლად აუბედურებს“.

      ბიბლია ამბობს: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ“ (ებრაელები 13:5).

      ფულზე საწუხარი დროდადრო შეიძლება მასაც გაუჩნდეს, ვინც კმაყოფილია ცხოვრებით. თუმცა ასეთ ადამიანს ესმის, რა არის ცხოვრებაში უმთავრესი და გადამეტებულად არ წუხს მატერიალურზე. მაგალითად, კმაყოფილი ადამიანი ქონების დაკარგვას ტრაგედიად არ აღიქვამს და ცდილობს ამ საკითხთან დაკავშირებით პავლე მოციქულის თვალსაზრისი გაიზიაროს, რომელმაც დაწერა: „ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი, რა არის სიუხვე და სიდუხჭირე“ (ფილიპელები 4:12).

      ბიბლია ამბობს: „თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა“ (იგავები 11:28).

      კვლევებმა ცხადყო, რომ ოჯახების ნგრევის ძირითადი მიზეზი ფულია. ფინანსური პრობლემები მრავალი ადამიანის თვითმკვლელობის მიზეზიც ხდება. ზოგისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწინო აღთქმა და სიცოცხლეც კი. ხოლო, ვისაც გაწონასწორებული შეხედულება აქვს ფულზე, იმედს მასზე არ ამყარებს. ნაცვლად ამისა, მას ესმის, რამდენად გონივრულია იესოს შემდეგი სიტყვები: „ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

  • გაწონასწორებული შეხედულება ფულზე
    გამოიღვიძეთ! — 2015 | სექტემბერი
    • ბიბლიური სიბრძნე

      ბიბლია ამბობს, რომ . . .

      • ფული „იცავს კაცს“ (ეკლესიასტე 7:12).

      თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს . . .

      • „ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“ (იგავები 28:20).

      • „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში“ (1 ტიმოთე 6:9).

      ამიტომ ბიბლია გვირჩევს . . .

      • „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“ (ებრაელები 13:5).

      • „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15).

      • „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას“ (ებრაელები 13:16).

      რით არის ჩვენთვის კარგი?

      • „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

      • „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგავები 11:25).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება