-
ტოლედო შუასაუკუნოვან კულტურათა უჩვეულო შერწყმაგამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
ტოლედოს ყველაზე შთამბეჭდავი კულტურული ძეგლებიდან მრავალი სწორედ ამ პერიოდით თარიღდება. კათოლიკე მმართველებმა ქალაქი ქვეყნის დედაქალაქად აქციეს, ებრაელებმა თავიანთი ხელობითა და ვაჭრობით გაითქვეს სახელი, ხოლო მუსლიმანებმა არქიტექტურაში გამოავლინეს თავიანთი ნიჭი.
-
-
ტოლედო შუასაუკუნოვან კულტურათა უჩვეულო შერწყმაგამოიღვიძეთ! — 2007 | ივნისი
-
-
წარსული დიდების ძეგლები
დღეს ტოლედოს ცენტრში ასზე მეტი კულტურული ძეგლია შემორჩენილი. ამ ისტორიულ ძეგლთა გამო იუნესკომ ქალაქი მსოფლიო საგანძურის სიაში შეიტანა. ყველაზე შთამბეჭდავ შუასაუკუნოვან ნაგებობებს წარმოადგენს მდინარე ტახოზე გადებული ორი ხიდი, რომელთაგანაც ერთი ქალაქის აღმოსავლეთით არის აგებული, ხოლო მეორე — დასავლეთით. შეუძლებელია, მნახველმა ვერ შეამჩნიოს მასიური კარიბჭე „პუერტა ნუევა დე ბისაგრა“, რომელიც ძველ გალავნიან ქალაქს იცავდა.
საკმაოდ შორიდან მოჩანს ტოლედოს ცისკენ აზიდული ორი ნაგებობა. პირველი არის ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე მართკუთხა ფორმის მასიური ციხესიმაგრე „ალკაზარი“. საუკუნეების განმავლობაში ის წარმოადგენდა რომის პრეტორიუმს (მმართველის რეზიდენციას), ვესტგუთ მონარქთა სასახლეს, არაბთა ციხესიმაგრესა და ესპანეთის მეფეთა რეზიდენციას. ამჟამად აქ სამხედრო მუზეუმი და დიდი ბიბლიოთეკაა განთავსებული. რამდენადაც ტოლედო, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური ქალაქია, მის ცენტრში უზარმაზარი გოტიკური ტაძარია აღმართული (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).
-