საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეგვიძლია შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 იანვარი
    • თანამედროვე ლექსიკონები „ზნეობრიობას“ განმარტავს როგორც „მორალურ ღირსებას; სიკეთეს“. ის არის „სწორად მოქმედება და აზროვნება; სიკეთის კეთების მოთხოვნილება ადამიანში“. ლექსიკოგრაფი მარვინ ვინსენტი ამბობს, რომ „ზნეობრიობად“ თარგმნილი სიტყვის თავდაპირველი ძველბერძნული მნიშვნელობა „ნებისმიერი სახის ღირსებაზე“ მიუთითებს. გასაკვირი არ არის, რომ ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კეთილგონიერება, სიმამაცე, თვითდისციპლინა, სამართლიანობა, თანაგრძნობა, სიმტკიცე, პატიოსნება, თავმდაბლობა და ერთგულება, საუკუნეების განმავლობაში ძალიან აფასებდნენ. ზნეობრიობა „სწორი, მართებული ნორმების შესაბამისად მოქმედებადაც“ განიმარტება.

      ღირსების, სიკეთისა და სწორად მოქმედების საკითხებში ვის ნორმებს უნდა მივყვეთ? „ზნეობის ფილოსოფიის უთვალსაჩინოესი სკოლის თანახმად, — აღნიშნავს ჟურნალი „ნიუსუიკი“, — განმანათლებლობის [ფილოსოფიური მიმდინარეობა] შედეგად გამოწვეულმა სკეპტიციზმმა სწორსა და არასწორ მოქმედებასთან დაკავშირებული ყველა იდეა პირადი გემოვნების, ემოციური უპირატესობისა თუ კულტურული არჩევნის საკითხად აქცია“. მაგრამ არის თუ არა მხოლოდ გემოვნება და ის, თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას, საკმარისი იმისათვის, რომ განისაზღვროს, რა არის სწორი და რა არასწორი? არა. მაღალი ზნეობრივი ნორმების განსავითარებლად კარგისა და ცუდის გასარჩევი საიმედო ნორმები გვჭირდება — ნორმები, რომელთა მიხედვითაც გადავწყვეტთ, თუ როგორი მოქმედება, აზროვნება თუ თვისება შეიძლება სწორად ან არასწორად ჩაითვალოს.

      ზნეობრივი ნორმების ერთადერთი ჭეშმარიტი წყარო

      არსებობს ზნეობრივი ნორმების მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი წყარო — კაცობრიობის შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი. პირველი ადამიანის, ადამის, შექმნის შემდეგ მალე იეჰოვა ღმერთმა ადამს უთხრა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). იეჰოვა ღმერთმა მათ მისცა ხე, რომელსაც უჩვეულო სახელი დაარქვა და რომელიც ღვთის განსაკუთრებულ უფლებაზე მიუთითებდა, კერძოდ კი იმის განსაზღვრის უფლებაზე, თუ რა იყო თავისი ქმნილებებისთვის კეთილი და ბოროტი. ამგვარად, კეთილსა და ბოროტთან დაკავშირებით ღვთის ნორმები გახდა ადამიანის მოქმედებების, შეხედულებებისა თუ ხასიათის თავისებურებების, განსჯის ან შეფასების კრიტერიუმი. ასეთი ნორმების გარეშე ვერ შევძლებდით კეთილის ბოროტისგან სწორად გარჩევას.

      კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხესთან დაკავშირებით მიცემულმა მითითებამ ადამი და ევა არჩევნის წინაშე დააყენა, — დამორჩილებოდნენ ან არ დამორჩილებოდნენ ამ მითითებას. მათ მიერ მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა ამ მითითებისადმი მორჩილებას ნიშნავდა. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ უფრო მეტად გაგვიმხილა, თუ რა მოსწონს და რა არა, და ამის შესახებ ბიბლიის მეშვეობით გვამცნო. ასე რომ, მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა იეჰოვას იმ სამართლიანი ნორმების მიხედვით ცხოვრებას ნიშნავს, რომლებიც საღვთო წერილშია მოცემული.

  • როგორ შეგვიძლია შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 15 იანვარი
    • მაღალი ზნეობრივი ნორმების დაცვა უფრო მეტია, ვიდრე ცუდი საქციელისგან მხოლოდ თავის შეკავება. ზნეობრივობას აქვს ძალა. მაღალზნეობრივი ადამიანი კეთილია. „ზნეობრიობას,— ამბობს ერთი პროფესორი,— გონების გარდა, გულითაც სჭირდება სწავლა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება