-
‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
მაგრამ ღვთის თანდასწრება, მის მიწიერ სახლში, წარმოდგენილი იყო ღრუბლით, რომელიც ჩანდა ნაგებობის შიგნითა ნაწილში, რომელსაც წმიდათაწმიდას უწოდებდნენ (ლევიანნი 16:2, აქ). როგორც ჩანს, ეს ღრუბელი ბრწყინვალედ ანათებდა და ამით წმიდათაწმიდას უზრუნველყოფდა სინათლით. ღრუბელი იდგა ‘მოწმობის კიდობნად’ წოდებული წმინდა ყუთის თავზე, რომელშიც იდო ქვის ფილები, რომლებზეც ამოკვეთილი იყო ღვთის მიერ ისრაელისადმი მიცემული ზოგიერთი მცნება.
-
-
‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივლისი
-
-
საოცარი სინათლის ღრუბელი იდგა ზუსტად სახურავის თავზე, ორ ქერუბიმს შორის (გამოსვლა 25:22). ეს ასახავდა ყოვლადძლიერი ღმერთის ზეციერი ეტლის ტახტზე ასვლას, რასაც მხარს უჭერენ ცოცხალი ქერუბიმები (პირველი ნეშტთა 28:18). ეს განმარტავს იმას, თუ რატომ ლოცულობდა მეფე ხიზკიაჰუ: „ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო!“ (ესაია 37:16).
-