საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 1/06 გვ. 32
  • როდესაც ბავშვი კვდება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • როდესაც ბავშვი კვდება
  • გამოიღვიძეთ! — 2006
გამოიღვიძეთ! — 2006
g 1/06 გვ. 32

როდესაც ბავშვი კვდება

◼ ბავშვის სიკვდილი ყველაზე თავზარდამცემი ამბავია ყველასთვის, განსაკუთრებით კი — მშობლებისთვის. დედა, რომლის 16 წლის ვაჟიც ავარიის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა, მოთქვამდა: „ნეტავი შვილის ნაცვლად ან მასთან ერთად მოვმკვდარიყავით“.

ამ სიტყვების მიუხედავად, ის უიმედო მდგომარეობაში არ ყოფილა. მან თქვა: „ბიბლიის მეშვეობით სიკვდილის შესახებ ჭეშმარიტება გავიგეთ. სწორედ ეს გვეხმარება მე და ჩემს მეუღლეს, შვილის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი ავიტანოთ. სხვაგვარად, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდით“. მან აღნიშნა: „ჩვენი შვილის სიკვდილში ღმერთი არ არის დამნაშავე. პირიქით, მას განზრახული აქვს მკვდრების აღდგენა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. გონებაში წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი შვილი უკვე ცოცხალი და ჯანმრთელია და ხარობს ახლობლებთან ურთიერთობით“.

ასეთ მძიმე წუთებში ნუგეშისცემას ისინიც კი საჭიროებენ, რომლებსაც ღვთის მიერ დაპირებული აღდგომის მტკიცე იმედი აქვთ. ზემოთ მოხსენიებული დედა ბევრმა ანუგეშა. მან აღნიშნა: «ბევრი ჩვენი მეგობარი მანუგეშებელ ბიბლიურ აზრებს გვიზიარებდა ბროშურიდან „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“. ისინი ცდილობდნენ, მხარში ამოგვდგომოდნენ, როგორც ამას ბროშურაც გვასწავლის. ჩვენს ახლობლებს ვეუბნებოდით, წაეკითხათ ეს ბროშურა, რათა უკეთ გაეგოთ ჩვენთვის».

შეიძლება თქვენც ჰპოვოთ ნუგეში ბროშურის, „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“, წაკითხვით. მასში მოცემული მანუგეშებელი ცნობა შესაძლოა თქვენს ახლობლებსაც დაეხმაროს. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბროშურა, თუ შეავსებთ თანდართულ ტალონს და გაგზავნით ამ ჟურნალის მე-5 გვერდზე მითითებულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

□ გთხოვთ გამომიგზავნოთ ბროშურა „როდესაც გიკვდება საყვარელი ადამიანი . . .“.

□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება