-
რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
-
-
მაქსის ხმის გაგონებაზე სამზარეულოში მოფუსფუსე დედამ ცხელი კერძი გამოუტანა, მაგრამ სუფთა მაგიდაზე დაგდებული ჩანთის დანახვაზე სახე შეეცვალა. შვილს გადახედა და შენიშვნის ტონით უთხრა — „მაქს!“ მაქსი მაშინვე მიუხვდა დედას სათქმელს, ჩანთა აიღო და ხელების დასაბანად გაიქცა. მალევე დაბრუნდა და დამნაშავის სახით ჩაიბუტბუტა: „დედიკო, მაპატიე რა, დამავიწყდა“.
მზრუნველ დედას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სისუფთავისთვის, მაგრამ მას ოჯახის თითოეული წევრის დახმარება სჭირდება. სისუფთავის დასაცავად რადგან გამუდმებული შრომაა საჭირო და ბავშვებს არაერთი შეხსენება სჭირდებათ, მშობელი ყოველთვის უნდა ასწავლიდეს შვილს. ეს კარგად გამოჩნდა მაქსის შემთხვევიდანაც.
მაქსის დედამ იცოდა, რომ საკვების დაბინძურების მიზეზი შეიძლებოდა სხვადასხვა რამ ყოფილიყო. ამიტომ ის საჭმლის მომზადებამდე ხელებს კარგად იბანდა და ბუზებისგან დასაცავად საჭმელს დახურულ ჭურჭელში ინახავდა. ის ისე ინახავს საკვებს და ისეთი სისუფთავე და წესრიგი აქვს სახლში, რომ მას ვირთხები, თაგვები და ტარაკნები თითქმის არ სტუმრობენ.
გარდა ამისა, მაქსის დედა სისუფთავის საგულდაგულოდ დაცვას იმიტომ ცდილობს, რომ სურს ღმერთს ასიამოვნოს. ის ამბობს: „ბიბლიაში წერია, რომ ღვთის მსახურები წმინდები უნდა იყვნენ, რადგან ღმერთი წმინდააო“ (1 პეტრე 1:16). „სიტყვები სიწმინდე და სისუფთავე აზრობრივად ერთმანეთს ჰგავს. ვცდილობ, სახლი სუფთად მქონდეს და ოჯახის წევრები სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურებოდნენ; თუმცა მარტო ჩემი ძალისხმევით ვერაფერს გავხდებოდი“.
-
-
რატომ არის სისუფთავე მნიშვნელოვანი?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 დეკემბერი
-
-
[სურათი 10 გვერდზე]
მზრუნველ დედას ბევრის გაკეთება შეუძლია ოჯახში სისუფთავის დასაცავად
-