საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ხარ თუ არა გაწონასწორებული პიონერი?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • უკვე ორი ათწლეულია, რაც კუმიკო პიონერად მსახურობს. თუმცა სამი შვილი და ურწმუნო ქმარი ჰყავს, საკუთარი გამოცდილებიდან მან დაინახა, რომ ბიბლიის კითხვისა და შესწავლისთვის საუკეთესო დრო არის ძილის წინ. შესწავლის დროს ის განსაკუთრებით აღნიშნავს აზრებს, რომელთა გამოყენებაც მას სამქადაგებლო მსახურებაში შეუძლია, ასე რომ მისი ყოველდღიური მსახურება არ კარგავს სიახლეს და საინტერესო რჩება. სხვა წარმატებული პიონერები ოჯახის სხვა წევრებზე ადრე დგებიან, რათა დილის მყუდროებაში დატკბნენ სულიერი გამხნევებით. შენ შეიძლება სხვა ხელსაყრელ დროს გამოყოფ კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად და ფეხდაფეხ ბოლო ქრისტიანული პუბლიკაციების წასაკითხად. თუ გსურს მსახურებაში სიხარულის შენარჩუნება, პირადი შესწავლა არც ნაჩქარევი უნდა იყოს, არც უგულებელყოფილი.

  • ხარ თუ არა გაწონასწორებული პიონერი?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • სამქადაგებლო მსახურების შესრულებას მრავალი პიონერი ცდილობს ოჯახის წევრების სახლში არყოფნის დროს. ზემოხსენებული კუმიკო ოჯახთან ერთად საუზმობს, დილით მეუღლესა და შვილებს აცილებს და მათ დაბრუნებამდე თვითონაც ბრუნდება. ორშაბათობით ის წინასწარ ამზადებს რამდენიმე კერძს, ასე რომ შეუძლია დაისვენოს და ოჯახთან ერთად ისადილოს, ნაცვლად იმისა, რომ სამზარეულოში ტრიალებდეს. აგრეთვე დამხმარეა რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, მაგალითად, კერძის მომზადებასთან ერთად სახლში სხვა რამის შესრულებაც. ასე მოქმედებით კუმიკოს იმისთვისაც კი რჩება დრო, რომ შვილების მეგობრები მოიპატიჟოს და მათთვის გარკვეული გასართობიც მოიფიქროს.

      ბავშვებს, რომლებმაც სიყმაწვილეში შეაბიჯეს, ხშირად მეტი ყურადღება სჭირდებათ მშობლების მხრიდან, რომ დასძლიონ ახალი ემოციები, სურვილები, ეჭვები და შიში, რომელიც მათ ეუფლება. ეს მოითხოვს სიფხიზლეს და პიონერი მშობლის განრიგში ცვლილებების შეტანას. განვიხილოთ პიონერი ჰისაკოს მაგალითი, რომელიც სამი შვილის დედაა. რა გააკეთა მან, როცა უფროსი ქალიშვილი, ქვეყნიური თანაკლასელების ზეგავლენის გამო, ნაკლებ სიხარულსა და ენთუზიაზმს ავლენდა ქრისტიანული შეხვედრებისა და სამქადაგებლო მსახურებისადმი? ნამდვილად აუცილებელი იყო, რომ მის ქალიშვილს გაეთავისებინა ჭეშმარიტება და ბოლომდე შეეგნო, რომ საუკეთესო საშუალება ქვეყნიერებისგან განცალკევება იყო (იაკობი 4:4).

      ჰისაკო იხსენებს: «გადავწყვიტე, რომ კვლავ ყოველდღიურად მესწავლებინა მისთვის ძირითადი სწავლებები წიგნიდან „მარადიული ცხოვრება“. თავიდან შესწავლას მხოლოდ რამდენიმე წუთს ვუთმობდით, რადგან შესასწავლად დანიშნული დროის მოახლოებისას ჩემი ქალიშვილი ხშირად კუჭის ძლიერ ტკივილსა და თავის ტკივილს უჩიოდა. მაგრამ მე რეგულარულად ვატარებდი შესწავლას. რამდენიმე თვის შემდეგ მისი განწყობილება მკვეთრად გაუმჯობესდა, რის შედეგადაც თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა». როგორ ხარობს ახლა ჰისაკო, რომ თავის ქალიშვილთან ერთად სრული დროით მსახურობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება