-
„უფალო, გვასწავლე ლოცვა“საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
-
-
დანიელის წინასწარმეტყველებაში მესიანური სამეფო აღწერილია „ლოდად“, რომელიც „მთას“ მოსწყდა (დანიელი 2:34, 35, 44, 45). მთით იეჰოვას უზენაესი მმართველობაა წარმოდგენილი, ლოდით წარმოდგენილი სამეფო კი იეჰოვას უზენაესი მმართველობის ახლებური გამოვლენაა. ამ წინასწარმეტყველებაში ლოდი „ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაიჭირა“, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დედამიწას მმართველობას გაუწევს მესიანური სამეფო, რომლითაც ღვთის უზენაესი მმართველობა იქნება წარმოდგენილი.
-
-
„უფალო, გვასწავლე ლოცვა“საგუშაგო კოშკი — 2004 | 1 თებერვალი
-
-
ამიტომ, არის თუ არა დღესაც მართებული, ამ სამეფოს მოსვლის შესახებ ვილოცოთ? რა თქმა უნდა. დანიელის წინასწარმეტყველებაში ლოდით წარმოდგენილი მესიანური სამეფო ეჯახება, ანუ უშუალოდ ებრძვის, კერპით წარმოდგენილ ადამიანთა მთავრობებს. ეს ლოდი ჯერ არ დაძრულა და არ დასჯახებია კერპს, რათა გააცამტვეროს იგი. დანიელის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
-