-
უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
30. რა იხილა ბოლოს ნაბუქოდონოსორმა?
30 ვნახოთ, რა იხილა ბოლოს ნაბუქოდონოსორმა. დანიელმა უთხრა მეფეს: «შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოსწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე მდგარს [„დაეცა კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე“, აქ], და შემუსრა იგი.
-
-
უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
როგორც დაინახე, ის ლოდი მთას ხელისკვრის გარეშე მოსწყდა და ნამსხვრევებად აქცია თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა აუწყა მეფეს, თუ რა იქნება მის შემდეგ. ჭეშმარიტია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა“ (დანიელი 2:44, 45).
-
-
უზარმაზარი კერპის აღზევება და დაცემაყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!
-
-
33. რომელ „მთას“ მოსწყდა „ლოდი“ და როდის და როგორ მოხდა ეს?
33 „წარმართთა ჟამის“ დასასრულს, 1914 წლის ოქტომბერში, „ზეციერმა ღმერთმა“ დაამყარა ზეციერი სამეფო, რომელსაც სათავეში თავისი ცხებული ძე, იესო ქრისტე, ჩაუყენა როგორც „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“ (ლუკა 21:24; გამოცხადება 12:1—5; 19:16)a. ასე რომ, „ლოდი“ ანუ მესიანური სამეფო არა ადამიანის, არამედ ღვთის ძალით მოსწყდა „მთას“ — იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას. ამ ზეციერ მთავრობას ხელმძღვანელობს იესო ქრისტე, რომელსაც ღმერთმა უკვდავება უბოძა (რომაელთა 6:9; 1 ტიმოთე 6:15, 16). ამიტომ ‘ჩვენი უფლისა [ღვთისა] და მისი ქრისტეს სამეფოს’ — იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას — არასოდეს შეცვლის სხვა სამეფო; ის მარადიულად იარსებებს (გამოცხადება 11:15).
-