საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 21. რა ხდება მეორე ანგელოზის მიერ საყვირის ჩაბერვის შემდეგ?

      21 „ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაცა ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი ზღვაში ჩავარდა. ზღვის მესამედი სისხლად იქცა,

  • იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • გამოცხადება 8:8,

  • იეჰოვა ქრისტიანულ სამყაროს აწყლულებს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 24. რას ნიშნავს ზღვაში ჩაგდებული ცეცხლმოდებული მთის მსგავსი რაღაც?

      24 „ზღვაში“ დიდი მთის მსგავსი ცეცხლმოდებული რაღაც ვარდება. ბიბლიაში მთა ხშირად მთავრობას განასახიერებს. მაგალითად, ერთ ეპიზოდში მთა ღვთის სამეფოსთან არის შედარებული (დანიელი 2:35, 44). სხვა წინასწარმეტყველებაში კი წერია, რომ დამღუპველი ბაბილონი „გადაბუგულ მთად“ იქცეოდა (იერემია 51:25). მაგრამ ის მთა, რომელსაც იოანე ხედავს, ჯერ კიდევ იწვის. რაღაც მთის მსგავსის ზღვაში ჩავარდნა იმას ცხადყოფს, რომ მმართველობის საკითხი გამწვავდა, როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს, ისე მას შემდეგ, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ ქვეყნებში. იტალიაში მუსოლინიმ ფაშიზმს ჩაუყარა საფუძველი; გერმანია ჰიტლერის ნაციზმს მიემხრო; სხვა ქვეყნებმა სოციალიზმის სხვადასხვა ფორმები მოსინჯეს; დიდი გარდატეხა მოხდა რუსეთშიც — ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად რუსეთი პირველი კომუნისტური ქვეყანა გახდა, რის შემდეგაც ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლებმა დაკარგეს ძალაც და გავლენაც იმ ქვეყანაში, რომელიც მანამდე მათი საყრდენი იყო.

      25. რატომ არ კარგავდა სიმწვავეს მმართველობის საკითხი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?

      25 მართალია, მეორე მსოფლიო ომმა ფაშისტური და ნაცისტური მოძრაობები ჩაახშო, მაგრამ მმართველობის საკითხს სიმწვავე არ დაუკარგავს. ხალხის „ზღვა“ კვლავ ბობოქრობდა და რევოლუციების შედეგად ახალ მთავრობებს ეყრებოდა საფუძველი. 1945 წლის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა ასეთი მთავრობები, მაგალითად, ჩინეთში, ვიეტნამში, კუბასა და ნიკარაგუაში; საბერძნეთში მილიტარისტული დიქტატურის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა; კამპუჩიაში (კამბოჯა) კი კომუნიზმის დამყარების მცდელობას, როგორც ცნობილია, ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

      26. როგორ აღელვებდა „ცეცხლმოდებული მთა“ ხალხთა ზღვას?

      26 „ცეცხლმოდებული მთა“ კვლავ აღელვებდა ხალხის ზღვას. აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე არ შეწყვეტილა ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლათა უმეტესობა ან ქრისტიანულ ქვეყნებში მიმდინარეობდა ან იქ, სადაც ქრისტიანული ეკლესიების მიერ წარგზავნილი მისიონერები აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდნენ. პარტიზან კომუნისტთა რიგებში მათთან ერთად კათოლიკე მღვდლებიც იბრძოდნენ. ცენტრალურ ამერიკაში ევანგელისტები, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალაუფლებას დახარბებული კომუნისტების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხთა ზღვის არც ერთ აღელვებას არ მოუტანია მშვიდობა და უსაფრთხოება (შეადარეთ ესაიას 25:10—12; 1 თესალონიკელების 5:3).

      27. ა) როგორ იქცა სისხლად „ზღვის მესამედი“? ბ) როგორ „ამოწყდა ზღვის სულდგმულთა მესამედი“ და როგორ დაიმსხვრა „ხომალდების მესამედი“?

      27 მეორე საყვირი სისხლისმღვრელებად აცხადებს ყველას, ვინც ღვთის სამეფოს მხარდაჭერის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება