ისინი მდუმარედ აქებენ თავიანთ შემოქმედს
დაისი თავისთავად საოცრებაა. მაგრამ მზის ჩასვლა ტოსკანიაში (იტალია) განსაკუთრებული მთის, აპუანის ალპების, უკან მართლაცდა შეუდარებელია.
შორიდან ისე მოჩანს, თითქოს მზე მთებში ვარდება და არა მის უკან ჩადის. რატომ? რადგანაც მთის მწვერვალს გუმბათი აქვს, რომელიც ისე ჩანს, თითქოს მთა არისო გამოჭრილი. სწორედ ამის გამო უწოდებენ მას „მონტე ფორატოს“, რაც „განგმირულ მთას“ ნიშნავს. ვინაიდან დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, გუმბათზე დაკვირვებისას წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეიძლება დანახვა, რომ მზე თითქოს „მონტე ფორატოს“ მთაში ვარდება.
შემოქმედების სხვა ნაყოფების მსგავსად, უსულო ზეცა განადიდებს თავის შემოქმედს. როგორ? ისევე, როგორც ლამაზი ნახატი შეიძლება იყოს მხატვრისთვის ქების მომტანი. ფაქტობრივად, ზეციერი უსულო ქმნილებები იეჰოვას სიძლიერეზე, სიბრძნესა და სიდიადეზე მეტყველებს. როგორც ამას ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:2; 68:35). რადგან მზე და სხვა უსულო სხეულები განადიდებენ შემომქმედს, ჩვენ უფრო მეტად არ უნდა გავაკეთოთ ეს?! (ფსალმუნი 148:1, 3, 12, 13).