-
როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
-
-
როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?
„მამაჩემის სიკვდილმა თავზარი დამცა და გული მომიკლა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი. საყვარელი ადამიანის სიკვდილზე საშინელი არაფერია. ნეტავ იცოდეთ, როგორ მენატრება მამა!“ (სარა).
-
-
როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
-
-
„ტირილისთვისაც კი არ მეცალა“
ნათანაელი 24 წლის იყო, როცა დედა მოუკვდა. „თავიდან ვერ გავიაზრე, რა მოხდა, — ამბობს ის. — ვიცოდი, რომ მამაჩემსა და დედაჩემის სასოწარკვეთილ მეგობრებს მხარში უნდა ამოვდგომოდი. ტირილისთვისაც კი არ მეცალა“.
წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ნათანაელი კვლავ ვერ ურიგდებოდა დედის სიკვდილს. ის ამბობს: „დღემდე მამა დარდს მე მიზიარებს და ეს კარგია. მას ლაპარაკი უნდა და მიხარია, რომ მისი დახმარება შემიძლია. მომსმენი ყური მეც მჭირდება, მაგრამ ვის მივმართო?!“
-
-
როგორ შევეგუო საყვარელი ადამიანის დაკარგვას?გამოიღვიძეთ! — 2011 | აპრილი
-
-
„მის გარეშე სახლი ცარიელია“
ჭირისუფლისთვის ყველაზე რთული, ალბათ, მარტოობის გრძნობის განცდაა. ეშლი 19 წლის იყო, როცა დედა კიბოთი დაეღუპა. ის ამბობს: „დედის სიკვდილის შემდეგ თავს უიმედოდ და მარტოდ ვგრძნობდი. დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. უმეტეს დროს ერთად ვატარებდით“.
ეშლის უმძიმდა ყოველდღე შინ დაბრუნება და იმის გააზრება, რომ დედა სახლში არ დახვდებოდა. ის ამბობს: „მის გარეშე სახლი ცარიელია. რამდენჯერ ყოფილა, ჩემს ოთახში შევსულვარ და ცხარე ცრემლით მიტირია, როცა მის სურათებს ვათვალიერებდი და მასთან ერთად გატარებულ დროს ვიხსენებდი“.
-