საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს მიკრონეზია
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • ქეთრინი შეერთებულ შტატებში გაიზარდა და 16 წლის ასაკში მოინათლა. იგი ქადაგების საქმეს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა, მაგრამ ცოტა თუ ინტერესდებოდა სამეფოს შესახებ ცნობით. ქეთრინი ამბობს: „როცა ვკითხულობდი შემთხვევებს, როგორ ლოცულობდა ხალხი, რომ ღმერთს მათთან ვინმე გაეგზავნა და მის გაცნობაში დახმარებოდა, ვნატრობდი, რომ მეც შევხვედროდი ასეთ ადამიანს. სამწუხაროდ, ჩემი ოცნება ოცნებად რჩებოდა“.

      წლების განმავლობაში ქეთრინი ასეთ უნაყოფო ტერიტორიაზე ქადაგებდა. შემდეგ მან დაიწყო ფიქრი, გადასულიყო ტერიტორიაზე, სადაც ხალხი უკეთ მოისმენდა სასიხარულო ცნობას. თუმცა შიშობდა, რამდენად შეძლებდა ამას, რადგან ერთადერთხელ, როცა, სულ რაღაც, ორი კვირით მოუწია მშობლიური კერის დატოვება, დღე არ გასულა ისე, რომ სახლი არ მონატრებოდა. მაგრამ ღვთის მაძიებელთა დახმარებისა და მსახურებაში სიხარულის განცდის ძლიერი სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მას გონებაში რამდენიმე ვარიანტი უტრიალებდა, თუ სად შეეძლო მსახურების გასაფართოებლად გადასვლა. ბოლოს, დასაკვალიანებლად გუამის ფილიალს მისწერა და ძმებისგან საჭირო ინფორმაციაც მიიღო. 2007 წლის ივლისში, როცა ქეთრინი 26 წლის იყო, მშობლიური სახლიდან დაახლოებით 10 000 კილომეტრის მოშორებით, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულ საიპანზე გადავიდა. საინტერესოა, როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ.

      ორ ლოცვაზე გაცემული პასუხი

      საიპანში გადასვლიდან მალევე ქეთრინი შუახნის ქალბატონს, დორისს, შეხვდა, რომელთანაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როცა ქეთრინმა მასთან წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ პირველი სამი თავი გაიარა, ცოტა არ იყოს შეფიქრიანდა. ის იხსენებს: „დორისი ძალიან კარგად ითვისებდა ნასწავლს, ამიტომ ვშიშობდი, რამე არ დამეკლო მისთვის. ვინაიდან მანამდე შემსწავლელი არ მყოლია, ვფიქრობდი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მას მისი ასაკის გამოცდილი მასწავლებელი შეასწავლიდა ბიბლიას“. ქეთრინი იეჰოვას სთხოვდა ლოცვაში, რომ გამოჩენილიყო ვინმე, ვისაც თავის შესწავლას გადააბარებდა. მან გადაწყვიტა, ამის თაობაზე დორისსაც დალაპარაკებოდა.

      ქეთრინი გვიზიარებს: «ის-ის იყო, დორისისთვის ამის თქმა დავაპირე, რომ თავად მოვიდა ჩემთან საკუთარ პრობლემაზე სასაუბროდ. როდესაც მისი გულისტკივილი მოვისმინე, საკუთარი გამოცდილება გავუზიარე და მოვუყევი, თავად როგორ გავუმკლავდი იეჰოვას დახმარებით მსგავს სირთულეს. იგი მადლობელი დარჩა. შემდეგ მან ასეთი რამ მითხრა: „შენი თავი იეჰოვამ გამომიგზავნა. იცი, როცა პირველად მოხვედი ჩემთან, რას ვაკეთებდი? მთელი დღის განმავლობაში ბიბლიას ვკითხულობდი და ცრემლებით შევსთხოვდი ღმერთს, ჩემთან გამოეგზავნა ვინმე, ვინც ბიბლიის გაგებაში დამეხმარებოდა. ამ დროს შენც დააკაკუნე კარზე! იეჰოვამ ლოცვაზე მიპასუხა“». ქეთრინს დღესაც თვალები ცრემლით ევსება, როცა ამ გულისამაჩუყებელ დღეს იხსენებს. ის ამბობს: „დორისის ნათქვამი პასუხი იყო ჩემს ლოცვაზე. ამით იეჰოვამ მიმანიშნა, რომ მისთვის ბიბლიის სწავლება მე უნდა გამეგრძელებინა“.

      დორისი 2010 წელს მოინათლა და ამჟამად რამდენიმე ადამიანს თავად ასწავლის ბიბლიას. ქეთრინი ამბობს: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სანუკვარი ოცნება ამიხდა და ამ გულწრფელ ადამიანს ღვთის გაცნობაში დავეხმარე“. ახლა ქეთრინი წყნარი ოკეანის სხვა კუნძულ კოსრაეზე სპეციალურ პიონერად მსახურობს.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს მიკრონეზია
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • ამ მუხლჩაუხრელ მქადაგებელთა გრძნობებს ერიკა გვიზიარებს, რომელიც თავად 2006 წელს, 19 წლის ასაკში, გადავიდა კუნძულ გუამზე. იგი გვიზიარებს: „რა ჯობია იმ ტერიტორიაზე პიონერად მსახურებას, სადაც ხალხი მოწყურებულია ჭეშმარიტებას. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მომცა შესაძლებლობა, ამგვარად დავხარჯულიყავი მის მსახურებაში. ცხოვრებაში მართლაც საუკეთესო არჩევანი გავაკეთე!“. დღეს ერიკა მარშალის ერთ-ერთ კუნძულ ებეიეზე სპეციალურ პიონერად მსახურობს, რაც მას დიდ სიხარულს ანიჭებს.

      ერიკა

      ერიკა

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს მიკრონეზია
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • სამი მთავარი სირთულე

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს მიკრონეზია
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 ივლისი
    • საიმონი

      საიმონი

      ერიკა დასძენს: „თავიდან თავს გარიყულად ვგრძნობდი. თუმცა სწორედ ეს დამეხმარა იმის გაცნობიერებაში, თუ რა მიზნით გადმოვედი ახალ ტერიტორიაზე — იეჰოვასთვის მეტის საკეთებლად და არა საკუთარი კმაყოფილების საძიებლად. თუმცა დროთა განმავლობაში შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება