-
უმღერეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
-
-
მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფე გახდა, დავითმა იზრუნა, რომ იეჰოვას კარავში მსახურების შესრულებისას სასიამოვნო მელოდია გაჟღერებულიყო. 38 000 ლევიანიდან დაახლოებით 4 000 ‘ხოტბას ასხამდა’ იეჰოვას, 288 ლევიანი კი ‘იეჰოვასთვის განსწავლული დახელოვნებული მგალობელი იყო’ (1 მატ. 23:3, 5; 25:7).
4 იმ სიმღერებიდან მრავალი, რომლებსაც ლევიანები ასრულებდნენ, დავითის მიერ იყო დაწერილი. ღვთის თაყვანსაცემად შეკრებილ ისრაელებზე დავითის ფსალმუნების მოსმენა, უდავოდ, წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა. მოგვიანებით, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანეს, „უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები, მგალობლები დაეყენებინათ საკრავებით: ქნარებით, სხვა სიმებიანი საკრავებითა და წინწილებით. მათ ხმამაღლა უნდა დაეკრათ და სასიხარულო ჰანგები აეჟღერებინათ“ (1 მატ. 15:16).
5, 6. ა) რატომ ენიჭებოდა მუსიკას დიდი მნიშვნელობა დავითის დროს? ბ) საიდან ვიგებთ, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ეკავა ღვთის თაყვანისმცემლობაში?
5 რატომ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა დავითის დროს მუსიკას? მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ თავად მეფე იყო მუსიკოსი? ეს რომ ასე არ იყო, საუკუნეების შემდეგ მეფე ხიზკიას შემთხვევიდანაც გამოჩნდა, როცა მან ტაძარში მსახურება აღადგინა. 2 მატიანეს 29:25-ში ვკითხულობთ: „მან [ხიზკიამ] იეჰოვას სახლში ლევიანები დააყენა წინწილებით, ქნარებითა და სხვა სიმებიანი საკრავებით დავითის, მეფის წინასწარმხილველ გადისა და წინასწარმეტყველ ნათანის ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს“.
6 იეჰოვა წინასწარმეტყველების მეშვეობით მიუთითებდა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სიმღერით განედიდებინათ იგი. მომღერლები, რომლებიც სამღვდელო ტომის, ლევის წარმომადგენლები იყვნენ, ყველა იმ მოვალეობისგან თავისუფლდებოდნენ, რასაც სხვა ლევიანები ასრულებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალი მელოდიების შესაქმნელად და შესრულების მანერის დასახვეწად მათ საკმარისი დრო ჰქონოდათ (1 მატ. 9:33).
7, 8. რა უფრო მნიშვნელოვანია, როცა სამეფოს სიმღერებს ვმღერით?
7 შეიძლება გაიფიქრო: მე რომ იმ დროს მეცხოვრა, არავინ მიმიწვევდა კარავში დახელოვნებულ მომღერალთა გუნდში. მაგრამ ყველა ლევიანი არ ყოფილა თავის საქმეში განსწავლული. როგორც 1 მატიანეს 25:8-დან ვიგებთ, ზოგი მათგანი დაუხელოვნებელი იყო. ეჭვგარეშეა, ისრაელის სხვა ტომებს შორისაც იქნებოდნენ დახელოვნებული მუსიკოსები და მომღერლები, მაგრამ იეჰოვამ ეს საქმე მხოლოდ ლევიანებს მიანდო. ერთი რამ ცხადია: ერთგული ლევიანები იმისდა მიუხედავად, დახელოვნებულები იყვნენ თუ არა, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ღირსეულად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა.
-
-
უმღერეთ იეჰოვას!საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
-
-
9. აღწერე, რას დაინახავდი და მოისმენდი, სოლომონის მმართველობის დროს ტაძრის მიძღვნას რომ დასწრებოდი.
9 სოლომონის მმართველობისას მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წმინდა თაყვანისმცემლობაში. ტაძრის მიძღვნის დროს ძვირფას სამოსში გამოწყობილი მგალობლები მღეროდნენ და 120 მესაყვირე მღვდელი საყვირს ახმიანებდა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 5:12). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მესაყვირეებმა [მღვდლებმა] და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას . . . კარგია იგი, მარადიულიაო მისი სიკეთე“.
-