საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უმღერეთ იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფე გახდა, დავითმა იზრუნა, რომ იეჰოვას კარავში მსახურების შესრულებისას სასიამოვნო მელოდია გაჟღერებულიყო. 38 000 ლევიანიდან დაახლოებით 4 000 ‘ხოტბას ასხამდა’ იეჰოვას, 288 ლევიანი კი ‘იეჰოვასთვის განსწავლული დახელოვნებული მგალობელი იყო’ (1 მატ. 23:3, 5; 25:7).

      4 იმ სიმღერებიდან მრავალი, რომლებსაც ლევიანები ასრულებდნენ, დავითის მიერ იყო დაწერილი. ღვთის თაყვანსაცემად შეკრებილ ისრაელებზე დავითის ფსალმუნების მოსმენა, უდავოდ, წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა. მოგვიანებით, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანეს, „უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები, მგალობლები დაეყენებინათ საკრავებით: ქნარებით, სხვა სიმებიანი საკრავებითა და წინწილებით. მათ ხმამაღლა უნდა დაეკრათ და სასიხარულო ჰანგები აეჟღერებინათ“ (1 მატ. 15:16).

      5, 6. ა) რატომ ენიჭებოდა მუსიკას დიდი მნიშვნელობა დავითის დროს? ბ) საიდან ვიგებთ, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ეკავა ღვთის თაყვანისმცემლობაში?

      5 რატომ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა დავითის დროს მუსიკას? მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ თავად მეფე იყო მუსიკოსი? ეს რომ ასე არ იყო, საუკუნეების შემდეგ მეფე ხიზკიას შემთხვევიდანაც გამოჩნდა, როცა მან ტაძარში მსახურება აღადგინა. 2 მატიანეს 29:25-ში ვკითხულობთ: „მან [ხიზკიამ] იეჰოვას სახლში ლევიანები დააყენა წინწილებით, ქნარებითა და სხვა სიმებიანი საკრავებით დავითის, მეფის წინასწარმხილველ გადისა და წინასწარმეტყველ ნათანის ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს“.

      6 იეჰოვა წინასწარმეტყველების მეშვეობით მიუთითებდა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სიმღერით განედიდებინათ იგი. მომღერლები, რომლებიც სამღვდელო ტომის, ლევის წარმომადგენლები იყვნენ, ყველა იმ მოვალეობისგან თავისუფლდებოდნენ, რასაც სხვა ლევიანები ასრულებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალი მელოდიების შესაქმნელად და შესრულების მანერის დასახვეწად მათ საკმარისი დრო ჰქონოდათ (1 მატ. 9:33).

  • უმღერეთ იეჰოვას!
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 დეკემბერი
    • 9. აღწერე, რას დაინახავდი და მოისმენდი, სოლომონის მმართველობის დროს ტაძრის მიძღვნას რომ დასწრებოდი.

      9 სოლომონის მმართველობისას მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წმინდა თაყვანისმცემლობაში. ტაძრის მიძღვნის დროს ძვირფას სამოსში გამოწყობილი მგალობლები მღეროდნენ და 120 მესაყვირე მღვდელი საყვირს ახმიანებდა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 5:12). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მესაყვირეებმა [მღვდლებმა] და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას . . . კარგია იგი, მარადიულიაო მისი სიკეთე“. როგორც კი სასიამოვნო მელოდია აჟღერდა, „ღრუბელმა აავსო სახლი“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვამ მოიწონა თავისი განმადიდებელი სიმღერა. რა ამაღელვებელი იქნებოდა არაერთ საკრავზე შესრულებული მელოდიის მოსმენა, რომელსაც თან ერთვოდა ათასობით მომღერლის ურთიერთშეწყობილი ხმა! (2 მატ. 5:13).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება