საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
    • წარმოიშობა მუტაციების შედეგად ახალი სახეობები?

      მცენარისა და ცხოველის აგებულების შესახებ ინფორმაცია ჩადებულია გენეტიკურ კოდში, რომელიც თითოეული უჯრედის ბირთვშია მოთავსებულიd. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების, ანუ გენეტიკურ კოდში შემთხვევითი ცვლილებების, შედეგად ცხოველთა და მცენარეთა მომდევნო თაობებში ცვლილებები წარმოიქმნება. ნობელის პრემიის ლაურეატმა და მუტაციური გენეტიკის ფუძემდებელმა ჰერმან ჯოზეფ მალერმა 1946 წელს განაცხადა: „ამ მრავალი ცალკეული, ძირითადად, მცირე ცვლილებების დაგროვების შედეგად მოხდა არა მარტო ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება, არამედ უფრო მეტიც, ამან ხელი შეუწყო ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციური პროცესის განვითარებას“.

      მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება დაფუძნებულია თვალსაზრისზე, რომ მუტაციების შედეგად არა მარტო ახალი სახეობები, არამედ მცენარეთა და ცხოველთა სრულიად ახალი ოჯახები წარმოიქმნება. არსებობს ამ თვალსაზრისის დამადასტურებელი რაიმე საშუალება? განვიხილოთ, თუ რა ცხადყო გენეტიკის დარგში დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა.

      მე–20 საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მეცნიერებმა აიტაცეს იდეა იმის შესახებ, რომ, თუ მცენარეებში შემთხვევით მომხდარი მუტაციების შედეგად ბუნებრივი გადარჩევის გზით ახალი სახეობები წარმოიშობოდა, მაშინ ხელოვნური გადარჩევის საშუალებით, ანუ ადამიანის ხელმძღვანელობით, ბევრად უფრო მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. აი, რა უთხრა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს მაქს პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერ–მუშაკმა ვოლფ–ეკეჰარდ ლიონინგმა: „ბიოლოგთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი გენეტიკოსები და სელექციონერები, ეიფორიამ მოიცვა“. რატომ? ლიონინგი, რომელიც მცენარეებში მუტაციებს დაახლოებით 28 წლის განმავლობაში სწავლობდა, ამბობს: „ეს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მცენარეთა და ცხოველთა სელექციაში რევოლუციური ცვლილებების დრო დადგა. მათ სჯეროდათ, რომ სასურველი მუტაციების სტიმულირებითა და გადარჩევით მცენარეთა და ცხოველთა ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანას შეძლებდნენ“e.

      შეერთებულ შტატებში, აზიასა და ევროპაში კარგად დაფინანსებული ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. სელექციონერები ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელთა საშუალებითაც დააჩქარებდნენ მცენარეთა და ცხოველთა ევოლუციას. რა შედეგები გამოიღო დაახლოებით 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიურმა მეცნიერულმა კვლევებმა? მეცნიერი პიტერ ფონ სენგბუში ამბობს: „უზარმაზარი თანხების დახარჯვის მიუხედავად, რადიაციული მეთოდის გამოყენებით მზარდი პროდუქტიული ჯიშების გამოყვანის მცდელობა, კრახით დასრულდა“. ლიონინგმა თქვა: „მეცნიერების იმედები და ეიფორია 80–იანი წლებისთვის უკვე მთელ მსოფლიოში გაქრა. დასავლეთის ქვეყნებში უარი თქვეს იმაზე, რომ მუტაციური სელექცია მეცნიერების ცალკე დარგი ყოფილიყო. თითქმის ყველა მუტანტში „არასასურველი ცვლილებები შეინიშნა — ისინი ან კვდებოდნენ, ან თავიანთ გარეულ წინაპრებზე სუსტები იყვნენ“f.

      ახლა, როდესაც საერთოდ მუტაციების შესწავლიდან დაახლოებით 100 წელი, ხოლო მუტაციური სელექციის შესწავლიდან 70 წელი გავიდა, მეცნიერებს შეუძლიათ მუტაციების საშუალებით ახალი სახეობების წარმოქმნის თაობაზე დასკვნები გააკეთონ. ფაქტების გამოკვლევის შემდეგ ლიონინგი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „შეუძლებელია მუტაციების შედეგად [მცენარისა თუ ცხოველის] ერთი სახეობა სრულიად ახალ სახეობად გარდაიქმნას. ეს დასკვნა შეესაბამება იმ ექსპერიმენტებისა და მუტაციების მეცნიერული კვლევის შედეგებს, რომლებიც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ტარდებოდა და, რომლებიც ასევე ეთანხმება ალბათობის თეორიას. ამგვარად, ცვალებადობის გამეორების შესახებ კანონი ცხადყოფს, რომ განსხვავებული გენეტიკური კოდის მქონე სახეობებს აქვთ ცვლილებათა შესაძლებლობის რეალური ფარგლები, რომელთა გადალახვაც შემთხვევითი მუტაციებით შეუძლებელია“.

      ვნახოთ, რაზე მეტყველებს ზემოთ მოყვანილი ფაქტები. თუ ხელოვნური სტიმულირებითა და სასურველი მუტაციების გადარჩევით დახელოვნებულ მეცნიერებს არ შეუძლიათ ახალი სახეობების მიღება, არის ლოგიკური დავასკვნათ, რომ ბრმა პროცესით შესაძლებელია უკეთესი შედეგების მიღწევა? თუ გამოკვლევები იმას ცხადყოფს, რომ მუტაციების შედეგად შეუძლებელია ერთი სახეობის მეორედ გარდაქმნა, მაშინ როგორღა მოხდა მაკროევოლუცია?

  • ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
    • f მუტაციებთან დაკავშირებით მრავალმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ახალი მუტაციების წარმოქმნის რაოდენობა მყარად კლებულობდა, მაშინ როდესაც, ერთი და იმავე სახის მუტანტების წარმოქმნა რეგულარულად მეორდებოდა. ლიონინგმა ყოველივე ამის საფუძველზე „ცვალებადობის გამეორების კანონი“ ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, დღეს უკვე მუტაციის შედეგად გამოყვანილ მცენარეთა ერთ პროცენტზე ნაკლებს ირჩევენ შემდგომი გამოკვლევებისთვის და ამ უკანასკნელთაგან ერთ პროცენტზე ნაკლებს მიიჩნევენ კომერციული მიზნით გამოყენებისთვის ვარგისად. რაც შეეხება, მუტანტურ ცხოველებს, აქ შედეგები უარესი იყო, ვიდრე მცენარეებში, რის გამოც ამ მეთოდზე მთლიანად უარი თქვეს.

  • ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?
    გამოიღვიძეთ! — 2006 | სექტემბერი
    • [სურათები 15 გვერდზე]

      მუტანტური დროზოფილა (ზემოთ) შეცვლილია, მაგრამ მაინც დროზოფილაა.

      [საავტორო უფლება]

      © Dr. Jeremy Burgess/Photo Researchers, Inc.

      [სურათები 15 გვერდზე]

      მცენარეების მუტაციური სელექციის შედეგები ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ახალი მუტაციების რიცხვი განუწყვეტლივ მცირდება, მაშინ როდესაც ერთი და იმავე სახის მუტანტები რეგულარულად ჩნდებიან (აქ ნაჩვენებ მუტანტს უფრო დიდი ყვავილები აქვს).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება