საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ უყვარდათ ღვთის სიტყვა
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივნისი
    • ბალიშში დამალული ბიბლია

      ქორწინებიდან ორი კვირის შემდეგ 1812 წლის თებერვალში ამერიკელი მისიონერი ადონირამ ჯუდსონი და მისი მეუღლე ენი ბირმისკენa მიმავალ შორეულ გზას დაადგნენ. 1813 წელს ბირმაში ჩასვლისთანავე მათ ბირმულის, ერთ-ერთი ურთულესი ენის შესწავლა დაიწყეს. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჯუდსონი წერდა: „ჩვენ ვეუფლებით ენას, რომელზეც დედამიწის სხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი ლაპარაკობს და რომელთა აზროვნებაც ძალიან განსხვავდება ჩვენი აზროვნებისგან . . . არც ლექსიკონები გვაქვს და არც არავინაა ისეთი, ვისაც ჩვენი ენა ეცოდინება და ერთი სიტყვის მნიშვნელობას მაინც აგვიხსნის“.

      ენის სირთულის მიუხედავად, ჯუდსონმა გული არ აიცრუა. 1823 წლის ივნისში მან ბირმულ ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნა დაასრულა. მოგვიანებით ბირმაში ომი დაიწყო. ჯუდსონს ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ის ციხეში ჩასვეს, ფეხებზე რკინის ბორკილები დაადეს და ბოძზე მიაბეს, რომ არ ემოძრავა. «როდესაც მისის და მისტერ ჯუდსონებს ერთმანეთთან შეხვედრისა და ინგლისურად ლაპარაკის უფლება მისცეს, ერთ-ერთი პირველი, რითაც მისტერ ჯუდსონი დაინტერესდა, „ახალი აღთქმის“ თარგმანი იყო», — წერდა ფრანცის უეილენდი 1853 წელს გამოცემულ თავის წიგნში, რომელიც ჯუდსონის ცხოვრებას მიუძღვნა. იმის შიშით, რომ სახლის ქვეშ დამარხული ხელნაწერი სინესტეს ან ობს არ გაეფუჭებინა, ენმა ის ბალიშში დამალა და ქმარს ციხეში შეუტანა. სირთულეების მიუხედავად ხელნაწერი გადარჩა.

      რამდენიმე თვის შემდეგ ჯუდსონი გაათავისუფლეს. მაგრამ მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან იმავე წელს ენი მალარიით დაავადდა და რამდენიმე კვირაში დაიღუპა; ექვსი თვის შემდეგ კი მათ გოგონას, მარიას, რომელიც ორი წლისაც არ იყო, უკურნებელი სენი შეეყარა. გულმოკლულმა ჯუდსონმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და 1835 წელს მთლიანი ბიბლიის თარგმნა დაასრულა.

  • მათ უყვარდათ ღვთის სიტყვა
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 ივნისი
    • [სურათები 11 გვერდზე]

      ადონირამ ჯუდსონი და მის მიერ ნათარგმნი ბიბლია ბირმულ ენაზე

      [საავტორო უფლება]

      Judson: Engraving by John C. Buttre/Dictionary of American Portraits/Dover

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება