საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
    • როდესაც რაიმე საწუხარით ვართ დამძიმებული

      8. რა იწვევს ამა თუ იმ საწუხარს, და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს საწუხარმა?

      8 საწუხარი, მართლაც რომ, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ამ „უკანასკნელ დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1). დიახ, იესომ თქვა: „ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის — რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის — რით შეიმოსოთ“ (ლუკა 12:22). მაგრამ ყველა საწუხარის მიზეზი მატერიალურზე ზრუნვა როდია. ლოტი „გაწამებული“ (სსგ) იყო სოდომელთა აღვირახსნილობით (2 პეტრე 2:7). პავლე ‘ყველა ეკლესიაზე საზრუნავით’ იყო დამძიმებული (2 კორინთელთა 11:28). სიკვდილის წინა ღამეს, იესო ისეთ სულიერ ტანჯვას განიცდიდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და ეპკურებოდა მიწას“ (ლუკა 22:44). ცხადია, ყველა საწუხარი არ მეტყველებს რწმენის სისუსტეზე. მაგრამ, რაც უნდა იყოს მიზეზი, თუ საწუხარი მეტად დამამძიმებელია და დიდხანს არ გვანებებს თავს, შეუძლია მშვიდობა წაგვართვას. საწუხარმა ზოგს ძალა გამოაცალა, რის გამოც ისინი ფიქრობდნენ, რომ ვეღარ შეძლებდნენ იმ პასუხისმგებლობებისთვის თავის გართმევას, რომლებიც იეჰოვასთვის მსახურებაში ეკისრათ. ბიბლია ამბობს: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს“ (იგავნი 12:25). მაშ, როგორ შეგვიძლია მოვიქცეთ, თუ რაიმე საწუხარი გვტანჯავს?

      9. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება საწუხარის შესამსუბუქებლად, მაგრამ საწუხარის გამომწვევი რა მიზეზების მოშორებაა შეუძლებელი?

      9 ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება პრაქტიკული ზომების მიღება შევძლოთ. თუ ჩვენი საწუხარი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე პრობლემით არის განპირობებული, გონივრული იქნებოდა, მის მოგვარებაზე გვეზრუნა; თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი საკითხები პირადი გადასაწყვეტიაa (მათე 9:12). თუ მრავალი პასუხისმგებლობით ვართ დამძიმებული, ზოგიერთი მათგანის სხვებისთვის მინდობა შეიძლებოდა (გამოსვლა 18:13—23). მაგრამ მათზე — მაგალითად მშობლებზე — რაღას ვიტყოდით, ვისაც ისეთი სერიოზული პასუხისმგებლობები აკისრიათ, რომელთა სხვებისთვის მინდობაც შეუძლებელია. რა შეიძლება ითქვას ქრისტიანზე, რომელსაც მეუღლე ეწინააღმდეგება? რა შეიძლება ითქვას ოჯახზე, რომელსაც ძალიან უჭირს ეკონომიკურად ან საომარ ზონაში ცხოვრობს? ცხადია, ამ სისტემაში საწუხარის გამომწვევი ყველა მიზეზისგან გათავისუფლება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალგვიძს ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს გულებში. როგორ?

      10. რომელი ორი საშუალებით შეუძლია ქრისტიანს საწუხარის შემსუბუქება?

      10 ერთ-ერთი საშუალება ღვთის სიტყვის წაკითხვაა ნუგეშის მისაღებად. მეფე დავითმა დაწერა: „როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნი 93:19). იეჰოვას „ნუგეშს“ ბიბლიით მივიღებთ. ამ ღვთივშთაგონებული წიგნის რეგულარულად კითხვა გულებში ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ბიბლია ამბობს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). პავლემაც იგივე აზრი გამოთქვა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7). გულწრფელი და რეგულარული ლოცვა მშვიდობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

      11. ა) რა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა იესომ ლოცვასთან დაკავშირებით? ბ) როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს ლოცვაზე?

      11 იესომ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ამ მხრივ. ზოგჯერ იგი ზედიზედ რამდენიმე საათიც კი ესაუბრებოდა ლოცვით ზეციერ მამას (მათე 14:23; ლუკა 6:12). ლოცვა ეხმარებოდა მას უმძიმესი განსაცდელების გადატანაში. სიკვდილის წინა ღამეს იგი მეტად დამწუხრდა. როგორ მოიქცა იესო? „უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა“ (ლუკა 22:44). დიახ, ღვთის სრულყოფილი ძე ძალიან ხშირად ლოცულობდა. ამიტომ ჩვენ, მისმა არასრულყოფილმა მიმდევრებმა, მით უფრო უნდა გამოვიმუშავოთ ლოცვის ჩვევა! იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ ‘ყოველთვის ელოცათ და არ მობეზრებოდათ’ (ლუკა 18:1). ლოცვა — ეს არის რეალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობა მასთან, ვინც უფრო უკეთ გვიცნობს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს (ფსალმუნი 102:14). თუ ჩვენს გულებში ქრისტეს მშვიდობის შენარჩუნება გვსურს, ‘განუწყვეტლივ ვილოცებთ’ (1 თესალონიკელთა 5:17).

  • როგორ შეუძლია ქრისტეს მშვიდობას ჩვენს გულებში ბატონობა?
    საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 სექტემბერი
    • a ზოგჯერ წუხილს შეიძლება იწვევდეს ან აძლიერებდეს ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება