-
მან მოითმინა უსამართლობასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
-
-
როდესაც იზებელმა დაინახა ჭირვეული ბავშვივით გაბუტული ქმარი, სასწრაფოდ შეადგინა მზაკვრული გეგმა ახაბის სურვილის დასაკმაყოფილებლად. მან გადაწყვიტა, მართალი ოჯახი ამოეწყვიტა.
შეუძლებელია წაიკითხო იზებელის მზაკვრული გეგმის შესახებ და არ გაოცდე ამ ქალის ბოროტებით. დედოფალმა იცოდა, რომ ღვთის კანონის თანახმად, სერიოზული ბრალდების დასამტკიცებლად ორი მოწმის ჩვენება მოითხოვებოდა (კანონი 19:15). ამიტომ მან ახაბის სახელზე წერილები დაწერა და დაუგზავნა იზრეელის დიდებულებს, რათა მათ ორი კაცი მოეძებნათ, რომლებიც ნაბოთის წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას მისცემდნენ და შედეგად ნაბოთს სიკვდილით დასჯიდნენ. სამწუხაროდ, იზებელის გეგმა წარმატებული აღმოჩნდა. ორი უვარგისი კაცი ცრუ მოწმედ გამოვიდა ნაბოთის წინააღმდეგ და უდანაშაულო ადამიანი ჩაქოლეს. მკვლელები მარტო ამით არ დაკმაყოფილდნენ. მათ ნაბოთის ვაჟებიც ამოხოცესb (1 მეფეები 21:5—14; ლევიანები 24:16; 2 მეფეები 9:26). ფაქტობრივად, ახაბი ვერ აღმოჩნდა კარგი მმართველი, მან ნება დართო ცოლს თავის ნებაზე მოქცეულიყო და უდანაშაულო ხალხი ამოეწყვიტა.
-
-
მან მოითმინა უსამართლობასაგუშაგო კოშკი — 2014 | 1 თებერვალი
-
-
b შესაძლოა იზებელი შიშობდა, რომ ვენახზე მესაკუთრეობა ნაბოთის მემკვიდრეებს გადაეცემოდა. ამიტომ მან ნაბოთის ვაჟების მკვლელობაც მოაწყო.
-