საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w09 5/1 გვ. 16-17
  • აღსასრულის შესახებ

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღსასრულის შესახებ
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რისი აღსასრული?
  • როგორ აღწერა იესომ აღსასრული?
  • ვინ განადგურდება?
  • როდის მოვა აღსასრული?
  • როგორ უნდა მოიქცეთ?
  • ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • იესო მომავალს წინასწარმეტყველებს
    რას გვამცნობს ბიბლია?
  • ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
    რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?
  • ‘რა იქნება შენი თანდასწრების. . . ნიშანი?’
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1994
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
w09 5/1 გვ. 16-17

რას ვსწავლობთ იესოსგან?

აღსასრულის შესახებ

რისი აღსასრული?

ერთხელ მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). პასუხად იესოს არ უთქვამს, რომ პირდაპირი გაგებით დედამიწა განადგურდებოდა. უფრო ადრე იესომ მათთან საუბარში მოიხსენია ქვეყნიერება, რაშიც იგულისხმა მთელი პოლიტიკური, კომერციული და რელიგიური სისტემა, რომელსაც სატანა მართავს (მათე 13:22, 40, 49). ის სწორედ ამ ქვეყნიერებას გულისხმობდა, როცა თქვა: „მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).

როგორ აღწერა იესომ აღსასრული?

ამ უსამართლო სისტემის აღსასრულს იესომ „სასიხარულო ცნობა“ უწოდა. მან თქვა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. ქვეყნიერების აღსასრული იესომ ასე აღწერა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა“ (მათე 24:14, 21, 22).

ვინ განადგურდება?

ის, ვისაც არ უყვარს იეჰოვა და იესო ქრისტე და არ ემსახურება მათ. ისინი არ ემორჩილებიან ღმერთს. იესომ თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში . . . არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათე 24:36—39). იესომ აღნიშნა, რომ სიკვდილის გზაზე მრავალი დადის, მაგრამ გვანუგეშა იმით, რომ არის „ვიწრო გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს“ (მათე 7:13, 14).

როდის მოვა აღსასრული?

კითხვაზე, რა იქნებოდა მისი მოსვლისა და „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი“, იესომ მოციქულებს მიუგო: „ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები . . . უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:3—12). აქედან გამომდინარე, დღევანდელი შემაშფოთებელი მოვლენები კარგის მომასწავებელია, რადგან მალე ღვთის სამეფო მშვიდობას მოუტანს მორჩილ ადამიანებს. იესომ თქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31).

როგორ უნდა მოიქცეთ?

იესომ ისიც თქვა, რომ ღმერთმა „თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ვერც ღმერთს ვიწამებთ და ვერც მის ძეს, თუ კარგად არ გავიცნობთ მათ. ამ აზრს ეთანხმება იესოს სიტყვებიც: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).

ყოველდღიურ პრობლემებსა და საზრუნავს ნუ გაიხდით დაბრკოლებად და კვლავაც ისწავლეთ, როგორ გამოხატოთ თქვენი სიყვარული ღვთისადმი. იესომ თქვა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ . . . ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე, რადგან ის დედამიწის ყველა მცხოვრებს დაატყდება“. თუ ყურად იღებთ იესოს სიტყვებს, მაშინ ‘თავს დააღწევთ მოსახდენს’ (ლუკა 21:34—36).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 9, «ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?»a

[სქოლიო]

a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება