საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g 2/12 გვ. 14
  • თვალის სიბრძნე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თვალის სიბრძნე
  • გამოიღვიძეთ! — 2012
  • მსგავსი მასალა
  • რას ნიშნავს „თვალი თვალის წილ“?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • თვალი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სუფთად შეინახე თვალი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2004
  • მხედველობითი კონტაქტის საშუალებით გამოავლინე პირადი ინტერესი
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 2012
g 2/12 გვ. 14

თვალის სიბრძნე

● ადამიანის თვალს შეიძლება ხელოვნების უნიკალური ნიმუში ვუწოდოთ. მაგრამ ის მარტო ლამაზი ორგანო არ არის, მას მთელ სხეულზე დიდი „გავლენა“ აქვს. ერთ წიგნში ნათქვამია: „ტვინთან კავშირში მყოფი ნერვული ბოჭკოების 40 პროცენტი თვალის ბადურასთანაა დაკავშირებული“ (Visual Impact, Visual Teaching). ბადურა არის თვალში მოთავსებული რთული შემადგენლობის თხელი ქსოვილი.

იესომ თვალს მართებულად უწოდა „სხეულის ლამპარი“. შემდეგ კი განმარტა: „თუ თვალი სუფთა (კარგზე კონცენტრირებული) გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, ხოლო თუ თვალი ბოროტი გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება“ (მათე 6:22, 23). ამ სიტყვებით იესომ დაგვანახვა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებზე და მოქმედებებზე თვალი — თვალით დანახული. კარგი ფიქრები ცხოვრებას გვინათებს, ცუდი — გვიბნელებს.

დავფიქრდეთ მათეს 5:28, 29-ში ჩაწერილ იესოს სხვა სიტყვებზეც: „ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე“ (გადატანითი მნიშვნელობით). „აქეთ-იქით მომზირალმა“ თვალმა შეიძლება არასწორი სურვილები აღგვიძრას და უზნეობა ჩაგვადენინოს, რაც საბოლოო ჯამში, ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვას ნიშნავს (იაკობი 1:14, 15).

ადამიანი მაშინაც კი უნდა ავლენდეს თავშეკავებას, როცა ამის გაკეთება თვალის ამოთხრასავით ძნელია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წუთიერი სიამოვნებისთვის არ ღირს მარადიული სიცოცხლის ხელიდან გაშვება.

თვალებით „უგზო-უკვლო მოგზაურობამ“ შეიძლება ისე შეგვაჩვიოს სიხარბეს, რომ ვერც მივხვდეთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად „მოგზაურობენ“ ჩვენი თვალები. ბიბლია გვაფრთხილებს: „თვალთა სურვილი . . . მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა. გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:16, 17).

მეტისმეტად ხომ არ გვზღუდავს ბიბლია? სულაც არა! უბრალოდ ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: ბიბლიის ნორმების არგათვალისწინება ადამიანს მრავალ პრობლემასა და უბედურებას გაუჩენს ცხოვრებაში (გალატელები 6:7, 8). თუ ადამიანი ღვთის სიტყვაში ჩაწერილს მიჰყვება, რაშიც თვალის სუფთად დაცვაც შედის, გამოდის, რომ ის ყველაფერს აკეთებს ბედნიერების მისაღწევად. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:28). მოდი, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ღვთის სიტყვის დამცველებს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების უდიდესი პერსპექტივა გააჩნიათ. აი, ისინი კი, ვისაც უზნეო და ხარბი თვალი აქვს, ბედნიერებასაც დაკარგავენ და სიცოცხლესაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება