-
რამდენად უნიკალურია ადამიანი!არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
ნობელის პრემიის ლაურეატი ნევროლოგი სერ ჯონ ეკლზი წერდა: „ადამიანის მსგავს მაიმუნებში არ იქნა ნაპოვნი ბროკას მეტყველების ზონის შესაბამისი ზონა“. თუნდაც რომ იპოვონ ცხოველებში მსგავსი ზონები, ფაქტია, რომ მეცნიერები ადამიანის მსგავს მაიმუნებს რამდენიმე მარტივი სამეტყველო ბგერის გარდა ვერაფერს ათქმევინებენ. თქვენ კი რთულ ენაზე მეტყველება შეგიძლიათ. ამისთვის თქვენ სიტყვებს აერთიანებთ თქვენი ენის გრამატიკის მიხედვით. ბროკას ცენტრი გეხმარებათ ლაპარაკსა და წერაში.
-
-
რამდენად უნიკალურია ადამიანი!არსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[ჩარჩო 59 გვერდზე]
ენა და ინტელექტი
რატომ აღემატება ადამიანი ცხოველებს ინტელექტით, მაგალითად ადამიანის მსგავს მაიმუნებს? ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ვიყენებთ სინტაქსს — ბგერების გაერთიანებით ვქმნით სიტყვებს, სიტყვების გაერთიანებით კი — წინადადებებს. ნეიროფიზიოლოგ-თეორეტიკოსი დ-რი უილიამ ჰ. კალვინი ხსნის:
«გარეული შიმპანზეები იყენებენ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ამავე რაოდენობის სხვადასხვა მნიშნველობა აქვს. ისინი იმეორებენ ბგერებს მათი მნიშვნელობის გაძლიერების მიზნით, მაგრამ არ აერთიანებენ სამ ბგერას, რომ თავიანთ „ლექსიკურ მარაგს“ ახალი სიტყვა შემატონ.
ჩვენც, ადამიანები, ვიყენებთ ოცდათექვსმეტამდე ბგერას, რომლებსაც ფონემები ეწოდება. მაგრამ მხოლოდ მათ კომბინაციას აქვს მნიშვნელობა: ჩვენ ვაერთიანებთ ერთმანეთთან აზრს მოკლებულ ბგერებს, რომ მივიღოთ აზრიანი სიტყვები». დ-რმა კალვინმა აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით ვერავინ ახსნა“ ის ნახტომი, რომელიც გაკეთდა ცხოველების მიერ გამოცემული „ერთი ბგერა — ერთი მნიშვნელობიდან“ ჩვენს უნიკალურ უნარამდე — გამოვიყენოთ სინტაქსი.
-