-
მისიონერული დანიშნულების ადგილი ჩვენი სახლი გახდასაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 დეკემბერი
-
-
ჩამოსვლისთანავე დიდი სურვილი გაგვიჩნდა იმისა, რომ ბიბლიის შესახებ გვესაუბრა ადგილობრივ მკვიდრთა შორის, ოვამბოს, ჰერეროსა და ნამას ტომებში. მაგრამ ეს იოლი არ იყო. იმ დროს, სამხრეთ–დასავლეთ აფრიკა სამხრეთ აფრიკას ექვემდებარებოდა, სადაც რასობრივი დისკრიმინაცია იყო გავრცელებული. თეთრკანიანებს მთავრობის ნებართვის გარეშე შავკანიანთა დასახლებებში ქადაგების უფლება არ გვქონდა. დროდადრო ნებართვას ვთხოულობდით, მაგრამ ჩინოსნები ყოველთვის უარით გვისტუმრებდნენ.
-
-
მისიონერული დანიშნულების ადგილი ჩვენი სახლი გახდასაგუშაგო კოშკი — 2002 | 1 დეკემბერი
-
-
მაგრამ საინტერესო რამ მოხდა. ზუსტად იმ კვირას, როდესაც ქვეყნის დატოვებას ვაპირებდით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან შავკანიანთა დასახლებაში, კატუტურაში, შესვლის ნებართვა მივიღე. რა უნდა გვექნა? უკან დაგვებრუნებინა ნებართვა, რომლისთვისაც შვიდი წელი ვიღვწოდით? გამოსავლის პოვნა ადვილია, თუ იფიქრებ, რომ შენს დაწყებულ საქმეს ვინმე დაამთავრებს. მაგრამ განა ეს ჩვენს ლოცვებზე პასუხი და იეჰოვას კურთხევა არ იყო?
მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე აღარ წავიდოდი, რადგან თუ ყველანი ავსტრალიაში გავემგზავრებოდით, არსებობდა იმის საშიშროება, რომ მუდიმივი საცხოვრებლის მოსაპოვებლად ჩვენი შრომა წყალში ჩაიყრებოდა. მეორე დღეს, გემის ბილეთის შეკვეთა გავაუქმე და კორალი და შარლოტა კარგა ხნით გავამგზავრე ავსტრალიაში.
მათი არყოფნის პერიოდში კი შავკანიანთა დასახლებაში ქადაგება დავიწყე. აქ ადამიანებმა უდიდესი ინტერესი გამოავლინეს. როდესაც კორალი და შარლოტა დაბრუნდნენ, ჩვენს შეხვედრებს უკვე რამდენიმე შავკანიანი ესწრებოდა.
იმ დროს ერთი ძველი მანქანა მყავდა, რომლითაც დაინტერესებულებს კრების შეხვედრებზე დავატარებდი. თითოეული შეხვედრისთვის ოთხხუთ გზას ვაკეთებდი და თითო გზაზე შვიდი, რვა ან ცხრა კაცი მაინც მიმყავდა. ერთხელ, როდესაც უკანასკნელი მგზავრიც გადავსვით, კორალიმ ხუმრობით მკითხა: „სკამის ქვეშ კიდევ რამდენი კაცი გყავს დამალული?“.
ჩვენი მსახურება უფრო ეფექტური რომ ყოფილიყო, ადგილობრივ მოსახლეობის ენაზე გვესაჭიროებოდა ლიტერატურა. წილად მხვდა პატივი, რომ ორგანიზება გამეწია ტრაქტატის „სიცოცხლე ახალ ქვეყნიერებაში“ ოთხ ადგილობრივ ენაზე თარგმნისთვის, კერძოდ ჰერერო, ნამა, ნდონგა და კვანიამა ენებზე. მთარგმნელები განათლებული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლიდით, მაგრამ მე მათ გვერდით მიწევდა მუშაობა, რადგან ყველა წინადადების სისწორე უნდა შემემოწმებინა. ნამას ენას სიტყვების მწირი მარაგი აქვს. მაგალითად, მინდოდა ასეთი აზრი გადმომეცა: „თავდაპირველად ადამი სრულყოფილი იყო“. მთარგმნელმა კი თავი მოიფხანა და მითხრა, ნამას ენაზე არც ერთი სიტყვა არ მახსენდება, „სრულყოფილის“ აზრს რომ გადმოსცემდესო. „ახლა კი გამახსენდა! — წამოიძახა ბოლოს. — თავდაპირველად ადამი მწიფე ატამივით იყო“.
ჩვენი დანიშნულების ადგილით კმაყოფილნი
მას შემდეგ 49 წელი გავიდა, რაც პირველად ჩამოვედით ამჟამად ნამიბიად წოდებულ ქვეყანაში. დღესდღეობით შავკანიანთა დასახლებებში შესასვლელად ნებართვის მიღება აღარ არის საჭირო. ნამიბიას უკვე ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც რასისტულ პოლიტიკას არ ატარებს.
-