საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.

  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • გამოცხადება 20:7—

  • გველისთვის თავის გაჭეჭყვა
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • 21. როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი და რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ზოგიერთი იესოს ათასწლიანი მეფობის შემდეგაც სატანას დაუჭერს მხარს?

      21 როგორი იქნება სატანის ბოლო მცდელობის შედეგი? ის შეცდომაში შეიყვანს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს, გოგსა და მაგოგს, და საომრად შეკრებს მათ. მაგრამ ვინ შეუერთდება სატანას ბედნიერი და აღმშენებლობითი ათასწლიანი თეოკრატიული მმართველობის შემდეგ? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანამ შეძლო სრულყოფილი ადამიანების, ადამისა და ევას შეცდენა, როცა ისინი სამოთხეში ცხოვრებით ხარობდნენ. მან შეაცდინა ზეციერი ანგელოზებიც, რომლებმაც კარგად დაინახეს, რა სავალალო შედეგები მოჰყვა პირველ ურჩობას (2 პეტრე 2:4; იუდა 6). არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ღვთის სამეფოს ათასწლიანი მმართველობის შემდეგაც შეცდება ზოგიერთი სრულყოფილი ადამიანი და სატანას დაუჭერს მხარს.

      22. ა) რას ნიშნავს სიტყვები: „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები“? ბ) რატომ ეწოდებათ ურჩ ადამიანებს „გოგი და მაგოგი“?

      22 ბიბლია ამ ურჩებს „დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრებ ხალხებს“ უწოდებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა კიდევ ერთხელ დაიყოფა ერებად. ეს, უბრალოდ, იმაზე მეტყველებს, რომ ურჩი ადამიანები გამოეყოფიან იეჰოვას მართალ, ერთგულ ხალხს და ისეთივე უარყოფით სულს გამოავლენენ, როგორსაც დღეს ავლენენ ერები. ისინიც ბოროტებას განიზრახავენ, როგორც ერთ დროს ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულმა მაგოგელმა გოგმა განიზრახა. მათი მიზანია, გაანადგურონ დედამიწაზე არსებული თეოკრატიული მმართველობა (ეზეკიელი 38:3, 10—12). ამიტომ მათ „გოგი და მაგოგი“ ეწოდებათ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება