საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • იეჰოვა მდგომარეობას აგვარებს

      15. როგორ გადმოსცემდით თქვენი სიტყვებით მიქას 4:1—4-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?

      15 თუ კვლავ მიქას დროში გადავინაცვლებთ, დავინახავთ, რომ შემდეგ ის იმედის მომცემ, აღმაფრთოვანებელ ცნობას აცხადებს. მიქას 4:1—4-ში გამამხნევებელ სიტყვებს ვკითხულობთ: «უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები . . . გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს [„მდგომარეობას მოაგვარებს ძლიერი ხალხებისთვის“, აქ] შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს — ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.

  • იეჰოვას სახელით ვივლით მარადიულად!
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • 16, 17. როგორ სრულდება დღეს მიქას 4:1—4?

      16 ვინ არიან აქ მოხსენიებული „უამრავი ხალხები“ და „ძლიერი ხალხები“? ესენი არ არიან ამ წუთისოფლის ერები და მთავრობები. წინასწარმეტყველება ეხება ყველა ერიდან შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან წმინდა მსახურებაში იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მთაზე.

      17 ზუსტად ისე, როგორც მიქას წინასწარმეტყველებაშია აღნიშნული, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა მალე პირდაპირი მნიშვნელობით მთელ დედამიწას მოიცავს. ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილი’ ხალხი დღესვე ეცნობა იეჰოვას გზებს (საქმეები 13:48, აქ). იეჰოვა სულიერი გაგებით სამართალს განიკითხავს და მდგომარეობას აგვარებს იმ მორწმუნეებისთვის, რომლებიც მისი სამეფოს მხარეს იკავებენ. ისინი გადაიტანენ „დიდ გასაჭირს“, როგორც „უამრავი ხალხის“ ნაწილი (გამოცხადება 7:9 14). ისინი ჭედავენ მახვილებისგან სახნისებს, ამიტომაც დღესვე მშვიდობიანად ცხოვრობენ თანამორწმუნეებთან თუ სხვებთან. რამდენად სასიამოვნოა ასეთ ხალხს შორის ყოფნა!

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება